შალვა პაპუაშვილი გერმანიის არჩევნების შედეგებზე: როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი
„როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიაში მიმდინარე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის, რომ გერმანიაში მმართველმა პარტიამ საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახა, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა პოლიტიკური კრიზისია გერმანიაში შექმნილი.
„ბოლო შედეგები, რაც ვიცი, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გერმანიის ხელისუფლებისადმი. როცა მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერსაც კი ვერ ლახავს, ეს თავისთავად უკვე აჩვენებს, თუ რამხელა პოლიტიკური კრიზისია გერმანიაში შექმნილი.
ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთავარი ბრალი მიუძღვის ხელისუფლებას. როგორ გამოვა ის ამ სიტუაციიდან და ამ მძიმე პოლიტიკური და ნდობის კრიზისიდან, ეს მათ ხელშია. არ მინდა, დავემსგავსო ზოგიერთ გერმანელ პოლიტიკოსს და ჩავერიო გერმანიის შიდა საქმეებში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ანარეკლს. როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის. ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1789974776
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები
მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს, სავარაუდოდ, დღეს შეიტანს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვას მოითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილი პ...
1789973712
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფ...
1789971212
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე გახარიას პარტიაზე: საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო, რომ თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ, ეს იყო კოორდინირებული მათი საერთაშორისო პატრონების მხრიდან
„ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ მსგავს პარტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიგვეღო“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვე...
1789969449
ახალი ამბებინიკა გვარამია: აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფ...
1789969390
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...































