შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რაზედაც აშშ ესაუბრება ევროკავშირს

„ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, რომ მეორეჯერ შევიდნენ იმ წყალში, რომელში შესვლამაც მათ არაფერი კარგი არ მოუტანა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა

მან უპასუხა კითხვას - ევროკავშირის მხარდაჭერით, დანიის კულტურის ინსტიტუტი და ხელოვნების სახლი სექტემბრის ბოლოსთვის „კორძის“ კონცერტს აანონსებს. რამდენად მისაღებია ფესტივალის სახედ გამოიყენო ის ადამიანი, რომელმაც მილიონზე მეტ ქართველს მიაყენა შეურაცხყოფა?

პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსება გრძელდება.

„მათ შორისაა ბახმაროში შეხვედრა, არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, ზუსტად ისევე გრძელდება რადიკალიზმის და ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში. როდესაც ევროკავშირის ფული ექსტრემისტების დასაფინანსებლად იხარჯება (როგორც ვნახე ეს ადამიანი ფაშისტური შეძახილების ავტორია) ფაშისტური სლოგანების ავტორები როდესაც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულიდან, ეს არის საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის და ფაშიზმის წახალისება.

ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ცივილიზაციური უფსკრული, რაზედაც აშშ ესაუბრება ევროკავშირს - იმის გამო, რომ ოღონდ შენ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიო სხვა ქვეყანაში, მზად ხარ და აფინანსებ ექსტრემისტებს, რადიკალებს და ფაშისტური იდეოლოგიების დამამკვიდრებლებს.

ეს უნდა მივიღოთ ფაქტად. იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს ამ საკითხზე გამოეხმაურება ექნება, რადგან ბრიუსელს არ აინტერესებს ქართველი ხალხის პოზიცია. მათ აქვთ განსაზღვრული დღის წესრიგი, საქართველოს დესტაბილიზაცია, რაც ვნახეთ 4 ოქტომბრის მხარდაჭერაში კომისიის პრესსპიკერის მხრიდან. ასე რომ ამ გეგმას მიჰყვებიან. არ ადარდებთ აქ რა მოხდება, როგორც 4 ოქტომბერი არ ადარდებდათ, სისხლის ღვრას რომ გადავურჩით. ეს არის ფაქტი, რომ ევროპული ფულით ამ ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ექსტრემიზმის, რადიკალიზმის და ფაშისტური იდეოლოგიის დამამკვიდრებლების დაფინანსება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789974776

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს, სავარაუდოდ, დღეს შეიტანს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვას მოითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილი პ...

გიორგი ვოლსკი

1789973712

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფ...

ააა

1789971212

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე გახარიას პარტიაზე: საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო, რომ თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ, ეს იყო კოორდინირებული მათი საერთაშორისო პატრონების მხრიდან

„ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ მსგავს პარტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიგვეღო“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვე...

გიორგი ჩაკვეტაძე

1789969449

ახალი ამბები

ნიკა გვარამია: აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფ...

გვარამია

1789969390

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...

ამინდი - ამინდი