შალვა პაპუაშვილი: იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამოხვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამოხვანჰეს 2“-ს „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაცმოძრაობა“, „ენჯეოები“, როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ

„იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამოხვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს ამ პროექტთან [„იგლ ჰილსი“] დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ - ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რა მიზანი აქვს ე.წ. არაბიზაციის კამპანიას და არის თუ არა მცდელობა დაზიანდეს მასშტაბური პროექტი.

„თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში, მიზნებს, აბსურდულ შინაარსს, მივხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამოხვანჰესი 2“ კამპანია, როგორც მაშინ, როდესაც მიზანი იყო ჩაშლილიყო ეკონომიკურად და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და მაშინ მოახერხეს ეს. არა მხოლოდ 400 მილიონი ლარის კომპენსაციაა ის ზიანი, რაც მიადგა საქართველოს, ზიანი მიადგა ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ყალბი კამპანიით. გასაჩივრებულია და ჯერ ველით გადაწყვეტილებას. დღეის მდგომარეობით არის არბიტრაჟის გადაწყვეტილება. მაშინაც იყო ქსენოფობიური არგუმენტები, „ნაცმოძრაობის“ და „ალტ ინფოს“ ერთობა. დღესაც იმავეს ვხედავთ, რომ ისინი ერთ ფრონტზე არიან საქართველოს წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, 2020-21 წლებში საქართველო ვერ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაეწია გარედან დაგეგმილი კამპანიისთვის და მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის დაფინანსების ბევრი წყარო, რომელიც მიმართული იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ, ჩაიკეტა და სახელმწიფო დღეს გაცილებით ძლიერია, რომ არ დაუშვას ამგვარი აბსურდული კამპანია.

იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამოხვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს ამ პროექტთან [„იგლ ჰილსის“] დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ - ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ისინი „ალტ ინფოსთან“ ერთად გაერთიანდნენ და ახლა ვხედავთ ეს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად იყო განწყობილი, რომ სინამდვილეში ერთ მხარეს არიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც დებატებშიც კი იყო მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, ტერმინი „არაბიზაცია“ ვერც კი ახსენა, რადგან ეს არის აბსურდული იარლიყი.

„რაც შეეხება შინაარსს, არაბიზაცია არის ტერმინი, „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც თავის დროზე პოლიტიკას ჩამოსცილდა და ახლა საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს, დებატებშიც კი იყო მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და ტერმინი „არაბიზაცია“ ვერც კი ახსენა, რადგან ეს არის აბსურდული იარლიყი, რომლითაც ცდილობენ „ნამოხვანჰესი 2“-ის გამეორებას.

საქართველოში თუ შევხედავთ საქართველოში მყოფი ადამიანების ეროვნულ შემდგენლობას, მთლიანად არაბული სამყარო რომ ავიღოთ, საქართველოს მოსახლეობის 0.3%-ია ჩვენთან მყოფი ადამიანები. არა მოქალაქეები, არამედ ყველა - ჯამში. ეს აქვე აჩვენებს ბრალდების აბსურდულობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789974776

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს, სავარაუდოდ, დღეს შეიტანს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვას მოითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილი პ...

გიორგი ვოლსკი

1789973712

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფ...

ააა

1789971212

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე გახარიას პარტიაზე: საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო, რომ თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ, ეს იყო კოორდინირებული მათი საერთაშორისო პატრონების მხრიდან

„ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ მსგავს პარტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიგვეღო“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვე...

გიორგი ჩაკვეტაძე

1789969449

ახალი ამბები

ნიკა გვარამია: აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფ...

გვარამია

1789969390

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...

ამინდი - ამინდი