შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას შეეშვას, „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ? საკუთარ ვებგვერდს მიხედონ და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მატრაკვეცობას უნდა შეეშვას, ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლება სასაცილო თავის მართლებებით დასაცინი ხდება.

„რაღაც მომენტში ხომ უნდა მიხვდნენ, ასეთი ქცევით რა დამართეს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. ასეთი უპატივცემულო ტონით საკუთარ ელჩს და ერთმანეთს ელაპარაკონ. ჰგონიათ, ქართველ ხალხს თვალში ნაცარს შეაყრიან? ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე? თან გვედავებიან ხოლმე, ფული გვაქვს დასახარჯი, თქვენ უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო. ჯერ საკუთარ ვებგვერდს მიხედონ და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს. რამე სათქმელი თუ აქვთ, დაასახელონ რეალური მიზეზი. ვერც ამბობენ სინამდვილეში, რაც უნდა თქვან. იმასაც ვერ ამბობენ, რომ არჩევნებში სხვა შედეგი უნდოდათ, დამარცხდნენ და ამ დამარცხების არაღიარების პროცესში არიან. ამის თქმასაც ვერ ბედავენ, ამხელა ქვეყანა ქართველ ხალხს ამის თქმას ვერ უბედავს, კატა – თაგვობანას გვეთამაშებიან. რა სახეც შეუქმნა გერმანიის ელჩმა გერმანიას, ეს ამის გაგრძელებაა. დღეგამოშვებით შევამოწმებთ ვებგვერდს, შევხედავთ, ქართველი ხალხის ნებას რომელი კალენდარული წლით, კალენდარული თვით და კალენდარული დღით აღიარებენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. აქამდე რუსეთისგან თუ გვქონდა სუვერენიტეტი დასაცავი და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, აღმოჩნდა, ასეთი წვრილმანი, მდაბიო საქციელით ცდილობენ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საუბარია იმის შესახებ, რომ გერმანიის საგარეო უწყების მონაცემები საქართველოსთან დაკავშირებით არ განახლებულა, კერძოდ, ვებგვერდზე სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტად არის მოხსენიებული. ამავე საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომლის განცხადებითაც, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა.

„ერთ-ერთ საკითხად ვახსენე, რომ ჩვენთვის გაუგებარია, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო გერმანიის მხარემ ამ ხარვეზის გამოსწორება. ითქვა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა დავაფიქსირე, რომ ორი წლის განმავლობაში ასეთი მარტივი პრობლემის გასწორება გერმანიისთვის არ უნდა იყოს ტექნიკური პრობლემა. ტექნიკური ხარვეზის გარდა, ჩვენ სხვა პასუხი არ მოგვისმენია. ეს თუ მართლა ტექნიკური ხარვეზია, იმედია, უახლეს მომავალში გამოსწორდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776353640

ახალი ამბები

ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე

„ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზ...

ნათია თურნავა

1776353601

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური 17 აპრილს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე

1776353566

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება

რა თქმა უნდა, მთავარი მიზანია, თავდასხმა მოხდეს და არ დაუშვან არაფერი, რაც საქართველოში დადებითი ხდება, რადიკალურ ოპოზიციას და მათ გარე დამკვეთებს ყველანაირი არსენალი ამოეწურათ, პოლიტიკური არსენალი, ს...

შალვა პაპუაშვილ

1776352561

ახალი ამბები

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვ...

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი

1776352480

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინ...

მიხეილ სარჯველაძე