შალვა პაპუაშვილი: საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება
რა თქმა უნდა, მთავარი მიზანია, თავდასხმა მოხდეს და არ დაუშვან არაფერი, რაც საქართველოში დადებითი ხდება, რადიკალურ ოპოზიციას და მათ გარე დამკვეთებს ყველანაირი არსენალი ამოეწურათ, პოლიტიკური არსენალი, სხვა საბაბებიც სცადეს და ყველგან დამარცხდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა რასაც ისინი ცდილობენ, არის ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ, რათა ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ.
„ესეც ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. მათი მიზანია, რომ არ დაუშვან საქართველოში წარმატებული პროექტების განხორციელება, სამეცნიერო პოტენციალის ათვისება. აბასთუმნის ობსერვატორია სამეცნიეროსთან ერთად მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც საინტერესოა მათთვის, ვინც საქართველოს მოინახულებს ხოლმე. მათი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები რამე მოხდეს და ბევრი ცუდი. არ ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები წარმოშობილი. ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, საქართველოს ცა როგორ ინტენსიურად იყო გამოყენებული და დღესაც ასე ხდება მას შემდეგ, რაც ჩაკეტილია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მარშრუტები. საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად. იქ, სადაც საჭიროა სამეცნიერო პოტენციალისთვის ასათვისებლად შესაბამისი შეზღუდვების დაწესება, ეს უმტკივნეულოდ ხდება. რაც მთავარია, არ ჩივიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ავიაკომპანიები, პილოტები და რატომღაც ჩივიან რადიკალები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1776353640
ახალი ამბებინათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე
„ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზ...
1776353601
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური 17 აპრილს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია ირაკლი კობ...
1776353531
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას შეეშვას, „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ? საკუთარ ვებგვერდს მიხედონ და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მატრაკვეცობას უნდა შეეშვას, ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...
1776352561
ახალი ამბებიძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვ...
1776352480
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინ...































