შალვა პაპუაშვილი: ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ლუქსემბურგშიც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა
„ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, აქაც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა“, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, სადაც ის დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და ამდენად, კონფრონტაცია ანტიევროპულია.
„ორ კვირაში სწორედ აქ - ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ლუქსემბურგშიც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა.
ევროკავშირი თავისი არსით, კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როდესაც დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს თავისთავად უკვე ანტიევროპულია.
ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც ლუქსემბურგის, ისე ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლები, მათი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით, ამ მხრივ იმუშავებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის გზას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1790237803
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზება არის ერთადერთი სწორი ფორმა არსებული რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების საპასუხოდ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზება არის ერთადერთი სწორი ფორმა არსებული რეგიონული თუ გლობ...
1790237303
ახალი ამბებილევან მახაშვილი – ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება, საქართველო რაიმე განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მოპყრობას არ ითხოვს
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ქართული დელეგაცია ო...
1790236759
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზ...
1790235730
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარ...
1790235469
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და რის გაჟღერებასაც ჩვენ დეპუტატთა პალატასთან სათანადო შეხვედრის პირობებში ვაპირებთ
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართული მხარის სიმართლე დაინახოს და გაიგოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა ევროპაში, ამჯერად ლუქსემბურგმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში საპროცედურო საკითხთა და წესების კომი...





























