შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ წაახალისა საჯაროდ დედის გინება საქართველოში და ლამის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა
„როგორც გავიგეთ დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან, დედის გინებით უნდათ ალბათ დიალოგის აღდგენა. ასეთ ფორმატში ვართ დღეს სამწუხაროდ ევროკავშირთან, როდესაც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლებაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, როგორც კი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციები თავს დაანებებენ რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ მომენტშივე გამოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა.
„პოლონეთში, მის სამშობლოში თუ დედის გინება ჩვეულებრივი რამეა, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ასე არ არის და მოიქცეს ისე, როგორც საქართველოს ეკადრება. რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას, როგორც კი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციები თავს დაანებებენ რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ მომენტშივე გამოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა.
დღეს ამ ურთიერთობაში ბარიერად დგას რადიკალიზმი, რომელიც წახალისებული და დაფინანსებულია ევროკავშირის სხვადასხვა ფონდების მხრიდან და მათ შორის პოლიტიკური განცხადებებით. დღეს ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ წაახალისა საჯაროდ დედის გინება საქართველოში და ლამის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა.
რადიკალიზმის წახალისება როგორც კი მორჩება, ბუნებრივად აღდგება ეს ურთიერთობები, ვინაიდან რადიკალიზმი არის ის, რაც დგას დღეს ბარიერად საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას შორის“, - შალვა პაპუაშვილმა.
1790238800
მსოფლიოთურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის კერა შანლიურფას პროვინციაში, კარაკოპრუს რაიონში მდებარეო...
1790237803
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზება არის ერთადერთი სწორი ფორმა არსებული რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების საპასუხოდ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზება არის ერთადერთი სწორი ფორმა არსებული რეგიონული თუ გლობ...
1790237303
ახალი ამბებილევან მახაშვილი – ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება, საქართველო რაიმე განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მოპყრობას არ ითხოვს
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ქართული დელეგაცია ო...
1790236759
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზ...
1790235730
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარ...






























