შალვა პაპუაშვილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებებს შორის ღირებულებით და ინტერესთა თანხვედრასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე.

აღინიშნა, რომ დადებითად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა. მხარეებმა გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა.

მხარეები შეთანხმდნენ დელეგაციების გაცვლაზე საპარლამენტო თანამშრომლობის სხვადასხვა დონეზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრულ ურთიერთობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომლებიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ისტორიულად მჭიდრო კავშირებს ეფუძნება.

შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743967905

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ყველა ახალი პირდაპირი რეისი არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი მეწარმეებისთვის, რომ თითოეული ახალი პირდაპირი რეისით ჩვენ შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი

 ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა ორივე ავიაკომპანიასთან [British Airways და easyJet] და ზოგადად ყველა იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც ეტაპობრივად დაემატება ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიას მიმდინარე...

მარიამ ქვრივიშვილი

1743966800

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, მოსკოვი უარს თუ იტყვის მშვიდობაზე, გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს

 საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის ბალისტიკური რაკეტით დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი თუ უარს იტყვის მშვიდობაზე, გადამ...

ზოგადი

1743964062

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია Byline Times-ის სტატიაზე: ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს გადგმული ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“

 ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“, გნებავთ „გლობალური ომის პარტია“ დაარქვით, რომელსაც ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტრამპი და მი...

ირაკლი კირცხალია

1743961730

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის უუნარობის ამსახველი, დამამტკიცებელი, არგუმენტებით გაჯერებული სცენები იხილა საზოგადოებამ - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში რადიკალიზმს გასაქანი არა აქვს

 მოცემულობა იყო ამორფული, როდესაც აქტიური აგენტი ზურაბიშვილი, პასიურ აგენტ სააკაშვილის დიდი ბანერის ფონზე ცდილობდა არარსებული გეგმის პრეზენტაციას, რაც ისევ უგეგმობაში გადაიზარდა საბოლოო ჯამში და სტვენ...

პოლიტიკოსები

1743958867

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით

 სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯ...

თეა წულუკიანი