ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ შეუძლია შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, მოსამართლეები გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დაუნიშნონ

„ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ არათუ სუვერენული სახელმწიფოა, არამედ დამოუკიდებელი და შეუძლია, საკუთარი შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, ქვეყანაში მოსამართლეები გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დანიშნონ“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს მიუღებელია.

„ამის საჭიროება რატომ დგას, ესეც უნდა იყოს ახსნილი. პოლიტიკური და რაღაც ზერელე განცხადებები, რომ საქართველოში სასამართლოს არ აქვს რეიტინგი და ნდობა, ჩვენთვის მისაღები არ არის, რადგან საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. შესაბამისად, მაშინ ევროკავშირის ქვეყნებში მოსამართლეებს თუ დანიშნავენ, ქართველებისგან შერჩეულ ექსპერტებს გაუგზავნით და ევროკავშირში მოსამართლეები მათ დანიშნონ. საქართველოს მეორე ხარისხოვან ქვეყნად მიჩნევა ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაა. ამიტომ, ამ არგუმენტს ვერ გავიზიარებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევის ნაწილს, მისი თქმით, საჭიროა ფაქტების ქრონოლოგიაში ჩახედვა.

„2024 წლის ივნისში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული არჩევნები საქართველოში, ასევე ჯერ კიდევ არ იყვნენ „თვითნებურად დაკავებული“ ადამიანები, საკონსტიტუციო სასამართლოში არც პროცესი მიმდინარეობდა, არც „მოლოტოვის კოქტეილი“ ჰქონდათ ნასროლი და არც, „მშვიდობიანი დემონსტრაცია“ იყო გამართული, მანამდე, როდესაც ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან ყველანაირი პოლიტიკური კავშირის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს ისტორიული ფაქტია. ამის შემდეგ, როდესაც ევროპარლამენტმა არ აღიარა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმურობა და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, რომ მათაც ეს გაეკეთებინათ, მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და ნათლად თქვა, არ დავიწყებთ ხვეწნას ევროკავშირისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგვიხსნან, მაგრამ მოლაპარაკებებს თუ გაგვიხსნიან, მზად ვართ, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. ასე რომ, ვენდეთ ისტორიას და ფაქტებს. საერთოდ, ვინმეს მიერ კონსტიტუციაზე მითითება დიდი ფარისევლობაა, რადგან კონსტიტუციაში ის მუხლი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა, რომელზეც ახლა მიუთითებენ. ვინმემ თუ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის მისწრაფებები, ეს იყო სწორედ ევროპული საბჭო, რომელმაც 2024 წლის ივნისში, საქართველოსთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793791590

ახალი ამბები

5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ასევე, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმ...

ამინდი ამინდი

1793787887

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მნიშვნელოვანია, რომ გამტარუნარიანობა „შუა დერეფნის“ გაიზარდოს ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, ასევე, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტზე

„გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტ...

შალვა პაპუაშვილი

1793787845

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ

„ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი...

შალვა პაპუაშვილ

1793787366

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებულების შესახებ: ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საპროცესო შეთანხმებით გა...

ირაკლი ხელაძე

1793786471

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: საქართველო როგორც აქამდე აგრძელებდა, ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით

„ვინმემ თუ გააჩერა ევროკავშირთან ურთიერთობა, ეს იყო 27 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის საელჩომ არაერთხელ დაადასტურა ოფიციალურ განცხადებაში“, – ამის შესახებ პარლამენტის ევრო...

ლევან მახაშვილი