სულხან თამაზაშვილი ყაზახეთში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციაზე სულხან თამაზაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმაციის დროულ გაცვლასა და სწრაფ რეაგირებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. დარწმუნებული ვარ,
რომ ეს კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტნიორობის გაღრმავებასა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი, ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქართველო მზად არის, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ღონისძიებას სულხან თამაზაშვილთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

კონფერენცია მიზნად ისახავს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, სამართალდამცავ უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებას და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივი მექანიზმების დანერგვას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793791590

ახალი ამბები

5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ასევე, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმ...

ამინდი ამინდი

1793790251

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ შეუძლია შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, მოსამართლეები გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დაუნიშნონ

„ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ არათუ სუვერენული სახელმწიფოა, არამედ დამოუკიდებელი და შეუძლია, საკუთარი შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, ქვეყანაში მოსამართლეები გა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1793787887

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მნიშვნელოვანია, რომ გამტარუნარიანობა „შუა დერეფნის“ გაიზარდოს ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, ასევე, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტზე

„გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტ...

შალვა პაპუაშვილი

1793787845

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ

„ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი...

შალვა პაპუაშვილ

1793787366

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებულების შესახებ: ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საპროცესო შეთანხმებით გა...

ირაკლი ხელაძე