ლევან მახაშვილი: საზოგადოებაზე პროპაგანდისტული ძალმომრეობა მიუღებელია, პოლონეთი ამ პროცესების წინა ხაზზე აღმოჩნდა, რატომ დებს ამხელა რესურსს, საზოგადოებამ განსაჯოს

არ დამეზარა და ამ არხის პირველი სიუჟეტი ვნახე, ძნელია, ამ ყველაფერს ჟურნალისტიკა უწოდო, მით უმეტეს, მიუკერძოებელი, პროპაგანდისტული მცდელობა ვნახეთ, რომ ეკლესიის რეპუტაცია დაეზიანებინათ და მეუფეებისთვის ძირი გამოეთხარათ, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი იყო, რომ სხვა ქვეყანაში საკუთარი ინტერესები გაატარო.

„მზად ვართ, რომ ჟურნალისტიკის წახალისებას ხელი შევუწყოთ, მაგრამ ასეთი ძალისხმევა არათუ ხელს უწყობს, არამედ ქვეყანაში სოციალურ შუღლს და დაპირისპირებას აღვივებს. საზოგადოებაზე მსგავსი პროპაგანდისტული ძალმომრეობა მიუღებელია. რატომღაც, პოლონეთი ამ პროცესების წინა ხაზზე აღმოჩნდა.

პოლონელი ექიმებით დაწყებული ამ არხით დასრულებული. რატომღაც, ამ ყველაფერს სათავეში პოლონეთი უდგას. რატომ აქვს ამხელა ინტერესი და რატომ დებს ამხელა რესურსს, რომ საქართველოში სოციალური ცეცხლი იყოს დანთებული, ეს საზოგადოებამ განსაჯოს“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777540081

ახალი ამბები

ხობში, მდინარე ცივში 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.  ადგილობრივის ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია. მათივე თქმით, მეზობლები და ახლობლები მას ორი დღის განმ...

ლენტი ლენტი

1777539243

ახალი ამბები

ზარქუა: როგორც ირკვევა, მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს - მიზანია, ტელევიზიიდან შეუტიონ ჩვენს საზოგადოებას, ამიტომ იყო პირველი თემა პატრიარქის გინება და სინოდის შეურაცხყოფა

მმართველი გუნდი უცხო ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული. საპარლამენტო უმრავლესობა აქც...

ირაკლი ზარქუა

1777537469

ახალი ამბები

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში, საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიურ...

 საქართველოს ეკონომიკა

1777537196

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს

„თაგვმა („ფორმულა“) თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილ...

დავით ქართველიშვილი

1777536788

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი

„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში...

შალვა პაპუაშვილი