გია აბაშიძე: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს, 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს - ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ სოციალურ ქსელში ეხმიანება და მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია შემთხვევით არ ჰყავს.

მისი განცხადებით, გვარამიას ლიდერად წამოწევით ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის ნორმალიზებას ცდილობენ - ჯერ პოლიტიკური სახით, შემდეგ საზოგადოებრივი შეგუებით.

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - ფარდა რომ ჩამოვხსნათ, ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს. 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს - ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი. ძველი მეთოდი, ახალი ნიღაბი - მახინჯი იდეოლოგია პროგრესისა და თანამედროვეობის შეფუთვით.

რატომ მაინცდამაინც ნიკა გვარამია? ამ უსამშობლო ნაცავაზაკის ლიდერად წამოწევა შემთხვევითი არ არის. სხვებს „პროგრესულობასა“ და ლგბტ+ იდეოლოგიას უქადაგებს, საკუთარ პოზიციაზე საუბარს კი გაურბის. თუ ეს იდეოლოგია ასეთი საამაყოა, რატომ ვერ ბედავს საჯაროდ პასუხის გაცემას?

უფლებების დაცვა პროპაგანდისგან განსხვავდება! არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე ზემოქმედება, მორალური ორიენტირების არევა და კონკრეტული იდეოლოგიის თავს მოხვევა თავისუფლება არ არის - ეს მომავალი თაობის ღირებულებებზე ბრძოლაა.

უნგრეთის მაგალითიც ბევრის მთქმელია: არასრულწლოვანთა დაცვის კანონის გაუქმებას ევროკომისიის მხრიდან გაყინული მილიარდობით ევროს განბლოკვა მოჰყვა. როცა მილიარდები ღირებულებით დათმობებს უკავშირდება, ძნელია დაიჯერო, რომ საქმე მხოლოდ უფლებების დაცვას ეხება.

გვარამიას ლიდერად წამოწევით ამ დღის წესრიგის ნორმალიზებას ცდილობენ - ჯერ პოლიტიკური სახით, შემდეგ საზოგადოებრივი შეგუებით. მანქურთებს ბიძინა ივანიშვილის გარეშე საქართველო სურთ, რადგან ივანიშვილის პირობებში არსებობს ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, იდენტობისა და ტრადიციების დათმობას არ აპირებს“, - წერს აბაშიძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792919281

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე: არგუმენტები იმდენად მყარია, რომ დარწმუნებულები ვართ, გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ...

თენგიზ შარმანაშვილი

1792918330

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: „დიფ სთეითის“, მისი ადგილობრივი აგენტების, გვარამიასა და „ლგბტქ“ დღის წესრიგის მხარდამჭერების საოცნებო საქართველოსკენ მიმავალ გზაზე მთავარი ხელის შემშლელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დღეს გასამართ აქციას, სახელწოდებით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, სოციალურ ქსელში ეხმიანება. კერძოდ, ქართველიშვილი ყურადღებას ა...

დავით ქართველიშვილი

1792916700

ახალი ამბები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა. არსებული ცნობით, დან...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1792916421

ახალი ამბები

„სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ“ - ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში სხვა...

გამოძალვის ბრალდებას

1792915016

ახალი ამბები

ბრალდებულებმა განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება - პროკურატურამ 2 არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებუ...

პროკურატურა