შალვა პაპუაშვილი: „ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა - სხვა
საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა.
„შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ეკუთვნის იმავე ხელისუფლების საგარეო უწყებას, რომლის წარმომადგენელმა საჯაროდ მოუწოდა ქართველ რადიკალებს „მაიდნის“ მოწყობისკენ. ამ მოწოდებიდან რამდენიმე დღეში მოლოტოვის კოქტეილებით და პიროტექნიკით შეიარაღებულმა მოძალადეებმა სცადეს საქართველოს პარლამენტის შენობის დაწვა, თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს ათეულობით პოლიციელს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა.
ამ ფონზე, საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება და წუხილი მაინც გამოეთქვა საკუთარი წარმომადგენლის ამ უპასუხისმგებლო და ბოროტი ქცევის გამო.
„ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება. მეგობრობა პასუხისმგებლობით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემით მტკიცდება. ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა. მათ შორის დიდი ზღვარია“, - წერს პაპუაშვილი.
1770785177
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და შეძლებისდაგვარად გააიაფონ ფასები, კონკრეტულ სივრცეებს ჩვენ ვხედავთ, თუმცა ბიზნესის გარეშე ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ მივიღებთ
სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და შეძლებისდაგვარად გააიაფონ ფასები. კონკრეტულ სივრცეებს ჩვენ ვხედავთ, თუმცა ბიზნესის გარეშე ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ მივიღებთ, - განაცხადა „ქრონიკასთან...
1770756252
საზოგადოებაავსტრიის კანცლერი: ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ენერგიის ფასების შემცირებაა - არცერთი სხვა ფაქტორი არ ახრჩობს ევროპულ ინდუსტრიას ასე ძლიერ
ევროკავშირის ლიდერებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ძალისხმევა ენერგიის ფასების შემცირებისკენ, რაც ახრჩობს ევროპულ ინდუსტრიას, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა POLITICO-სთან ინტერვიუში, ბელგიაში დაგეგმილი არ...
1770755726
მსოფლიოჯეი დი ვენსი - გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს
„ჩვენ შევქმნით კეთილდღეობას იქ, სადაც ადრე მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო“, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზ...
1770754311
მსოფლიოფაშინიანი: სომხეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებები გულისხმობს, რომ სომხეთი, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სულ მცირე, 99 წელი იარსებებს
სომხეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებები გულისხმობს, რომ სომხეთი, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სულ მცირე, 99 წელი იარსებებს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პ...
1770752874
საზოგადოებასაგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა ეწინააღმდეგება იმ უსამართლო პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება რიგი ევროპელი აქტორების მხრიდან საქართველოს მიმართ
ბუდაპეშტის ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო საქართველოს გამოწვევებზე სასაუბროდ, იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და რაც დღეს აქტუალურია ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის, როდესაც ვსაუბრო...





























