ჯეი დი ვენსი - გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს
„ჩვენ შევქმნით კეთილდღეობას იქ, სადაც ადრე მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო“, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კონფლიქტებისა და ომების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, არის ორი ხალხის ერთად მუშაობა მეტი კეთილდღეობის მისაღწევად.
ვენსის მტკიცებით, „ტრამპის მარშრუტი“ აზერბაიჯანისთვის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის და ბუნებრივი რესურსების ექსპორტი უფრო გამარტივდება. ვენსის თქმით, ეს პროექტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობას სტიმულს მისცემს.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ეს ოფიციალურად დაადასტურებს პარტნიორობას და ნათლად აჩვენებს, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები გაგრძელდება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც ორივე ხალხისთვის დიდ სარგებელს მოიტანს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის განახლება არ მოხდეს, ხალხებს შორის კონტაქტები დავამყაროთ და ამ გზით გვსურს წინსვლა. ჩვენ გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს“, – აღნიშნა ჯეიმს დევიდ ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენიტის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს დიდი ხნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
„შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელმაც ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა. ჩვენ ოპერაციები რთულ პირობებში ჩავატარეთ და იმ დროს ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით“, – თქვა ვენსმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიას მოეწერა ხელი.
1770746790
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: დაფიქსირებულია, რომ საქართველოში არის უპრეცედენტო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ - ყველაზე მთავარი არის პრევენცია, რომ ასეთი დანაშაულები აღარ მოხდეს, რასაც უზრუნველყოფს პრემიერ-მინისტრი თავის სამთავრობო გუნდთან ერთად
„ერთია, როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება და მეორეა ფაქტები. ფაქტების წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ვერ მიდის“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ...
1770745492
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე: საფრანგეთისთვის რუსეთი იქ იქნება, სადაც ახლაა, ხოლო საქართველოსთვის გადაადგილდება ხოლმე? ეს ორმაგი სტანდარტები ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად გაიგო
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რუსეთთან მიმართებით ევროპის ქვეყნების ლიდერების შეცვლილ რიტორიკას ეხმაურება. „გერმანიის კანცლერი ამბობს - რუსეთი ევროპაა და მასთან საუბარი აუცილე...
1770742808
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა ქვეყნიდან - 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით უკვე 300-მდე პირია გაძევებული
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური საემიგრაციო ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა ქვეყნიდან“, - გ...
1770741350
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, იყვნენ აქტორები, რომლებისთვისაც საქართველოს სუვერენული უფლებები პრობლემას წარმოადგენდა
საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს უსაფრთხოებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრის თქმით, ის, რა...
1770739838
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ჩვენთან ურთიერთობებში გვექნება გარკვეული სიცხადე
ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე გვესაუბრა აშშ-ის უმაღლეს წარმომადგენლებთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მარკო რუბიოსთან...


























