პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ფსიქოტროპული ნივთიერების და მარიხუანის რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“ , გამომშრალი „მარიხუანა" და მცენარე „კანაფი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770788603

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ დაიწყოს რეალური პარტნიორობა აშშ-თან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ყველაფერი გაკეთებული აქვს „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ დაიწყოს რეალური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთ...

ლევან მაჭავარიანი

1770787469

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა - სხვა

საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება, - ამის შესახებ საქართველოს პარლა...

შალვა პაპუაშვილი

1770787106

მსოფლიო

ორბანი: სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით, ბრიუსელში ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ, ჩვენ უარვყოფთ „ევროპის შეერთებულ შტატებს“, პირველ ადგილზე უნგრელებს ვაყენებთ

სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით, ბრიუსელელები ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ცენტრალიზ...

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიკტორ ორბანი

1770785995

სპორტი

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნიკა ეგაძემ ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა

მილანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამაში ნიკა ეგაძე გამოვიდა, რომელმაც ფინალში გადასვლა მოახერხა. ქართველმა მოციგურავემ მსაჯებისგან საბოლოო ჯამში 85.11 ქულა დაიმსახურ...

 ნიკა ეგაძე

1770785177

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და შეძლებისდაგვარად გააიაფონ ფასები, კონკრეტულ სივრცეებს ჩვენ ვხედავთ, თუმცა ბიზნესის გარეშე ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ მივიღებთ

სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და შეძლებისდაგვარად გააიაფონ ფასები. კონკრეტულ სივრცეებს ჩვენ ვხედავთ, თუმცა ბიზნესის გარეშე ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ მივიღებთ, - განაცხადა „ქრონიკასთან...

ლევან მაჭავარიანი