საგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა ეწინააღმდეგება იმ უსამართლო პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება რიგი ევროპელი აქტორების მხრიდან საქართველოს მიმართ

ბუდაპეშტის ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო საქართველოს გამოწვევებზე სასაუბროდ, იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და რაც დღეს აქტუალურია ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის, როდესაც ვსაუბრობთ სუვერენიტეტის დაცვასა და სუვერენული უფლებების განხორციელებაზე. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვხედავთ, თუ რა თავდასხმებს განიცდის საქართველო მაშინ, როდესაც ატარებს სუვერენულ პოლიტიკას, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოვახდინოთ“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან საუბრისას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საქართველოსა და უნგრეთს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც მთავრობებს, ასევე პარლამენტებს შორის. ეს ურთიერთობები ეფუძნება საერთო ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს. დღეს ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები და მსგავსი მიზნები, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს იმ ურთიერთობას რომელიც არის ორ ქვეყანას შორის.

უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა ეწინააღმდეგება იმ უსამართლო პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება რიგი ევროპელი აქტორების მხრიდან საქართველოს მიმართ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის იყოს რეგულარული პოლიტიკური დიალოგი და რეგულარული მოსაზრებების გაცვლა როგორც საქართველოს, ისე უნგრეთთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770746790

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: დაფიქსირებულია, რომ საქართველოში არის უპრეცედენტო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ - ყველაზე მთავარი არის პრევენცია, რომ ასეთი დანაშაულები აღარ მოხდეს, რასაც უზრუნველყოფს პრემიერ-მინისტრი თავის სამთავრობო გუნდთან ერთად

„ერთია, როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება და მეორეა ფაქტები. ფაქტების წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ვერ მიდის“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ...

არჩილ გორდულაძე

1770745492

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე: საფრანგეთისთვის რუსეთი იქ იქნება, სადაც ახლაა, ხოლო საქართველოსთვის გადაადგილდება ხოლმე? ეს ორმაგი სტანდარტები ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად გაიგო

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რუსეთთან მიმართებით ევროპის ქვეყნების ლიდერების შეცვლილ რიტორიკას ეხმაურება. „გერმანიის კანცლერი ამბობს - რუსეთი ევროპაა და მასთან საუბარი აუცილე...

გურამ მაჭარაშვილი

1770742808

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძე: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა ქვეყნიდან - 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით უკვე 300-მდე პირია გაძევებული

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური საემიგრაციო ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა ქვეყნიდან“, - გ...

ალექსანდრე დარახველიძე

1770741350

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, იყვნენ აქტორები, რომლებისთვისაც საქართველოს სუვერენული უფლებები პრობლემას წარმოადგენდა

საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს უსაფრთხოებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრის თქმით, ის, რა...

მაკა ბოჭორიშვილი

1770739838

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ჩვენთან ურთიერთობებში გვექნება გარკვეული სიცხადე

ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე გვესაუბრა აშშ-ის უმაღლეს წარმომადგენლებთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მარკო რუბიოსთან...

მაკა ბოჭორიშვილი