შალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანა
„სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ომებმა წლების განმავლობაში შეაფერხა ქვეყნის განვითარება და მნიშვნელოვანია მშვიდობის მნიშვნელობის გააზრება.
„ამ დღეს ამავე დროს ვიხსენებთ იმ ომებისა და დაპირისპირებებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარება შეაფერხა და ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავიაზროთ მშვიდობის მიზანი და მნიშვნელობა. ის რომ ჩვენ ამდენი ომები და დაპირისპირება გადავიტანეთ, ამან ქვეყანა ათეულობით წლებით უკან დახია განვითარების გზაზე და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რომ ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ოთხი ხელისუფლებიდან სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე გვაფიქრებს იმაზე, რომ ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა, საკმარისია გავიხედოთ ჩვენ გარშემო რა ხდება, მიხვდებით, რომ, რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1790491281
მსოფლიოპარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. როგორც მედია წერს, პაპის გადაადგილების მარშრუტზე ათობით ეკრანი დაამონტაჟეს მათთვის, ვინც მის ადგილზე ნახვას ვ...
1790488962
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 27 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
27 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...
1790455978
საზოგადოებასოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე...
1790454537
საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის,...
1790454065
საზოგადოებასოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველო...




























