შალვა პაპუაშვილი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება გულისხმობს ტრამპის პერსონალურ ნდობას ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ
„ჩვენ არავის ვესხმით თავს, 14 წელია, მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე, ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება იმისთვის, რომ კომფორტში იყო, ამისთვის ერთადერთი გზა არის, ქართველ ხალხს თავს არ დაესხნენ.
„ამერიკასთან ურთიერთობას რაც შეეხება, ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზით, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
კერძოდ, დაინიშნა ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, საგარეო უწყებებს შორის არსებობს კომუნიკაცია, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება დაიწყო საქართველოში, რაც გულისხმობს ტრამპის პირად, პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სწორი დინამიკა არის ამ ურთიერთობებში.
ჩვენ განვაცხადეთ, რა არის ჩვენი საზომი, როდის შეგვეძლება თქმა, რომ ეს ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს. ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის ის საზომი, როცა ვიტყვით, რომ კმაყოფილი ვართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1790493357
ახალი ამბებიკათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მანამდე შიო მესამე ლიტურგია აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია, ჯვართამაღლებ...
1790491281
მსოფლიოპარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. როგორც მედია წერს, პაპის გადაადგილების მარშრუტზე ათობით ეკრანი დაამონტაჟეს მათთვის, ვინც მის ადგილზე ნახვას ვ...
1790488962
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 27 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
27 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...
1790455978
საზოგადოებასოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე...
1790454537
საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის,...





























