ირაკლი ქადაგიშვილი მევენახეებს: წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, საჭიროა ერთობა, რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი, ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია
წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.
ქადაგიშვილმა ყურძნის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, არ შეიძლება, მევენახე ცუდი ხარისხის ყურძნის ანაბარა დარჩეს, რადგან დროთა განმავლობაში „უფრო დიდ ორმოში აღმოჩნდება პერსონალურად მევენახეც და მთელი დარგი“.
„მოსახლეობამდე კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დღესაც ჩაშვებულია პრაქტიკაში - კოოპერაცია, მცირე მეწარმეების გაერთიანება, რომ თავისი ღვინო შექმნან. ეს ყველა კომპონენტი არსებობს, ძლიერდება და მოვალეა სახელმწიფო, რომ ეს კიდევ უფრო მეტად მიიტანოს თითოეულ მევენახემდე, მით უმეტეს, მცირე და საშუალო მევენახემდე. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების აზრიც, ვინც აზრის ფორმირებაში აქტიურია, მათი ჩართულობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი კარგი მეურნის აზრი უცებ გადაედება სოფელს, მით უმეტეს - უარყოფითი. ამიტომ, წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია. პრობლემა ყოველთვის მწვავედ აღიქმება. ამაში მოგყვებით, ამიტომ ჩემი მოწოდებაც სწორედ ესაა, რომ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს მთავრობამ, იმ გაგებით, რომ მოსახლეობისთვის ეს ადეკვატურობა კონკრეტულ შედეგში გადაიზარდოს“, - მიმართა ქადაგიშვილმა სტუდიაში შეკრებილებს.
1790441960
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს - ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ
მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს. ეს არის ბიზნესი, რომელიც ბიზნესის კანონებით უნდა ცხოვრობდეს და მოქმედებდეს, - განაცხადა...
1790439285
საზოგადოებაგანათლების სამინისტრო: თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
უწყებათაშორის ფორმატში საკითხის განხილვის, ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პრო...
1790437000
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ეროვნულ ნაკრებზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც თავისმა ქურუმებმა მოუხაზეს, თუ ვინ არიან მათი მტრები. მტრებზე თავდასხმა, ზიზღი წარმოადგენს მათ რელიგიურ, სექტის აქტს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათთვის მტრები არიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებული აგრესიული კამპანია შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ მოვლენას უნდა შევხედოთ,...
1790435263
საზოგადოებამაია ბითაძე: გვინდა, ლევილი დარჩეს არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის მეხსიერებად, არამედ იქცეს ჩვენი კულტურის ცოცხალ ცენტრად ევროპაში - ადგილად, სადაც ისტორია, განათლება, კულტურა და ახალი თაობა ერთმანეთს შეხვდება
ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ მიმართა. „ჩემთვის განსაკუთრებული...
1790434622
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა
დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რო...



























