შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით ის ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებს, ჩვენ ასეთ ხალხთან საერთოდ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, რომელთაც ზიზღი აქვთ ქართველების მიმართ

„უკვე რთულია, სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ უკვე მეცხრე რეზოლუციაა უკვე, მიღებული ქართველი ხალხის მიმართ მტრული ქვეტექსტით.

„გასაკვირიც აღარაფერი არის. ვხედავთ ხოლმე, რომ შემოდგომა და გაზაფხული არის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული გამწვავება ემართებათ ანტიქართულ ჯგუფებს. ერთის მხრივ EPP, სააკაშვილი რომ მთავარ დემოკრატად მიაჩნიათ დღემდე, ის პარტია, ღირებულებით უფსკრულში მყოფი პარტიული გაერთიანება, მეორეს მხრივ, ვხედავთ კვლავ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, გორბაჩოვის თანამებრძოლ იუკნევიჩიენეს, ასტრახანელ გერმანელებს და ა.შ., ადამიანებს, რომლებიც სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები არიან, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერი არის. 9 რეზოლუცია გვაქვს უკვე ასეთი ნანახი, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ, მესამე რეზოლუცია არის, სადაც ჩემი სახელი და გვარი ამოვიკითხე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი ცივილიზაციურ უფსკრულშია.

„ჩვენ უნდა შევხედოთ შემდეგნაირად, ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ ცივილიზაციურ უფსკრულში, ევროპარლამენტის შემთხვევაში, ის უკვე იქ იმყოფება. ევროპარლამენტი ცივილიზაციურ უფსკრულში და იქიდან გვესაუბრება. ამიტომ, იმისთვის, რომ საერთოდ ღირსად ჩავთვალოთ, რომ რაიმენაირი განხილვის საგანი იყოს, ჯერ ამ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი და შემდეგ შეიძლება, რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა. მოგვაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას ერთი ერთში, ზუსტად იგივე ესთეტიკაა.

დღესაც შეგიძლიათ, ნახოთ ინტერნეტში 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, 9 აპრილის შემდეგ, სადაც ზუსტად, როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი, თუ ზოგიერთი არა რუსი დეპუტატი, საბჭოთა დეპუტატები, ზუსტად იმავე ლანძღვას ვისმენდით მაშინ. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია, როგორც მაშინ ყურადღება არ მივაქციეთ ქართველმა ხალხმა იმ ლანძღვას, რომელიც მოდიოდა ამ ყრილობიდან, ასევე, არ უნდა მივაქციოთ ამ ლანძღვას ყურადღება, პირდაპირ ზიზღს, რომელიც ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარს პირდაპირ ქართველი ხალხის მიმართ აქვს.

რასა იუკნევიჩიენეს უბრალოდ ვეზიზღებით ქართველები, ადამიანს ეტყობა მის ლექსიკაში, რიტორიკაში, ყველაფერში. მას პირად მტრად ჰყავს სტალინი და ქართველი რადგან იყო სტალინი, ეს ზიზღი აქვს ქართველების მიმართ, რომელიც ვერ მოუნელებია. ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით ის ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებდა. ჩვენ ასეთ ხალხთან საერთოდ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, ხალხთან, რომელთაც პირდაპირ ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ამ ზიზღის გადმოფქვევისთვის იყენებენ ევროპარლამენტის დარბაზს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791539609

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აჩვენებს სიმართლეს და ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას - როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება რაიმე თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და მათ შორის უ...

შალვა პაპუაშვილ

1791538040

ახალი ამბები

კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე

„რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე...

კახა კალაძე:

1791537505

ახალი ამბები

კახა კალაძე ხმაურის რეგულაციებზე: გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მოქალაქეების სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და, ამავდროულად, ავტო...

კახა კალაძე

1791536591

საზოგადოება

კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში შეაფასა, რომლის თანახმადაც, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინაა...

კახა კალაძე

1791536123

ახალი ამბები

კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია გაუფასურებულია. როგორც მან მედიასთან საუბრისას გან...

კახა კალაძე