შალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი

„საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაკავშირებადობაზე საუბრისას მედიასთან.

მისივე თქმით, ამ ფონზე, მათი მხრიდან საქართველოს დაზიანების მცდელობები აჩვენებს მათივე საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას.

„საქართველო არის შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი რგოლი როგორც ტერიტორიულად, ისე შავ ზღვასთან კავშირის გამო, მათ შორის როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გადაზიდვით და მილსადენების მეშვეობით. სულ ახლახან გახლდით ჩეხეთში ვიზიტით და ჩეხეთში ნედლი ნავთობის 40% შედის აზერბაიჯანიდან და საქართველოს გავლით. მათ შორის ახლახან დადეს დიდი კონტრაქტი აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე. ესეც აჩვენებს, რომს საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი.

ასე რომ, ასე აგდებულად საუბარი ქართველ ხალხთან, როდესაც შენი ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია, აჩვენებს მათი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას. ამის ახსნას ვცდილობ, იმდენად უმწიფარი, წინდაუხედავია მათი ქცევა, რომ ქვეყანას, რომელიც შენი ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია თავს ესხმოდე და დაზიანებას ცდილობდე, ეს არის ის მომენტი, როდესაც გვაქვს ეჭვი, რომ გადაწყვეტილებები არა ბრიუსელში მიიღება, არამედ ცალკეულ არაფორმალურ ჯგუფებში, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყნებზე და ბიუროკრატებზე, იმისთვის რომ თავისივე თავი დააზიანებინონ. ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის თვითდაზიანების პოლიტიკა.

ისე ჩანს გარედან, თითქოს ჩვენ უნდა დაგვაზიანონ, მაგრამ შინაარსს ჩახედავ, ყველა მიხვდება, რომ საბოლოო ჯამში საკუთარ თავს აზიანებენ. ასე რომ, ჩვენ როლს დაკავშირებადობის მხრივ პასუხისმგებლობით ვუდგებით და უპასუხისმგებლო ამ შემთხვევაში არის ბრიუსელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794553983

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის გა...

ცესკოს თავმჯდომარე

1794553054

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტი იყო, ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

„ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის...

ირაკლი ქადაგიშვილი

1794551985

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედრო...

პაატა სალია

1794550707

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა. გივი მ...

გივი მიქანაძე

1794549965

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს მტკიცებულებებს

„აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს ფაქტებსა და მტკიცებულებებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, საკონსტიტუციო სარ...

ლევან მაჭავარიანი