შალვა პაპუაშვილი: ტრამპის კომპანია საკუთარი ბრენდით როცა შემოდის, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს
საქართველოში შექმნილია კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად ყველასთვის მიმზიდველია. ტრამპის კომპანია საკუთარი სახელით, ბრენდით როდესაც შემოდის საქართველოში, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს ამ გარემოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, „ტრამპთაუერ თბილისის“ აშენებას გეგმავს. კერძოდ, ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა: „როგორ შეაფასებთ იმას, რომ ოპოზიცია ამ ინვესტიციასაც უპირისპირდება“.
„ოპოზიცია, ალბათ ამ ჯერზე ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად. სინამდვილეში, საქმე ძალიან მარტივად არის. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით საქართველო მსოფლიოში და არა მხოლოდ რეგიონში არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით.
მეორე მხრივ, საქართველო არის მშვიდობის, სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც გარშემო ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება. საქართველო, მისი მოწყობა, მმართველობა არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს ამას.
კორუფციის დაბალი დონე იქნება თუ კარგი მმართველობის რეიტინგები, საქართველო არის ლიდერი. სწორედ ამ პირობების გამო საქართველოში შექმნილია კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველია ყველასთვის. როდესაც ტრამპის კომპანია საკუთარი სახელით, ბრენდით შემოდის საქართველოში, ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს, რაც არის. რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც აქვს დაგროვებული.
სწორედ საკუთარი რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნესპროექტში. ინვესტიციების მოზიდვისთვისაც მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის და ნდობას უცხადებს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს და მის შესაძლებლობებს. შესაბამისად, ეს ასევე წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ ზოგადად, ახალ სტანდარტს შემოიტანს უძრავი ქონების ბაზარზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1776666225
ახალი ამბებიზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ, დარჩა ღარიბ ქვეყნად - კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას
ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში. მისი...
1776665358
მსოფლიოორბანი: უნგრეთის პოზიცია უცვლელია - არ არის ნავთობი - არ არის ფული, როგორც კი უკრაინა ნავთობის მიწოდებას განაახლებს, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს კრედიტის დამტკიცებას
უკრაინა მზად არის ორშაბათიდან განაახლოს ნავთობის მიწოდება „დრუჟბის“ მილსადენით, თუ უნგრეთი ევროკავშირის 90 მილიარდ ევროს აღარ დაბლოკავს, - წერს უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ...
1776663515
ახალი ამბები18 აპრილს კიევში მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო, უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
უკრაინის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ევგენი ჟუკოვმა კიევში 18 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო თანამდებობა დატოვა. პოსტის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიციელებმ...
1776662940
ახალი ამბებირიმა ბერაძე: ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს გაუძლო - შანტაჟს, ზეწოლას, ვერანაირი ბლაჟევიჩები და აკერმანები მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ
ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს გაუძლო - შანტაჟს, ზეწოლას. ვერანაირი ბლაჟევიჩები და აკერმანები მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბე...
1776661293
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 20 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
20 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, თუმცა ვარაუდობენ მცირე ნალექსაც წვიმის სახით. დღისით +15 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიურ ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღა...































