შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
სავალდებულოა, 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის).
2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).
მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
კანდიდატებმა, რომელთაც სპეციალური საგამოცდო პირობები სჭირდებათ, რეგისტრაციის პროცესში უნდა მონიშნონ შესაბამისი გრაფა და 6 მაისის 18:00 საათამდე ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგინონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონ გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.
1776666225
ახალი ამბებიზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ, დარჩა ღარიბ ქვეყნად - კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას
ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში. მისი...
1776665358
მსოფლიოორბანი: უნგრეთის პოზიცია უცვლელია - არ არის ნავთობი - არ არის ფული, როგორც კი უკრაინა ნავთობის მიწოდებას განაახლებს, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს კრედიტის დამტკიცებას
უკრაინა მზად არის ორშაბათიდან განაახლოს ნავთობის მიწოდება „დრუჟბის“ მილსადენით, თუ უნგრეთი ევროკავშირის 90 მილიარდ ევროს აღარ დაბლოკავს, - წერს უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ...
1776663515
ახალი ამბები18 აპრილს კიევში მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო, უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
უკრაინის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ევგენი ჟუკოვმა კიევში 18 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო თანამდებობა დატოვა. პოსტის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიციელებმ...
1776662940
ახალი ამბებირიმა ბერაძე: ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს გაუძლო - შანტაჟს, ზეწოლას, ვერანაირი ბლაჟევიჩები და აკერმანები მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ
ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს გაუძლო - შანტაჟს, ზეწოლას. ვერანაირი ბლაჟევიჩები და აკერმანები მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბე...
1776661293
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 20 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
20 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, თუმცა ვარაუდობენ მცირე ნალექსაც წვიმის სახით. დღისით +15 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიურ ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღა...































