შალვა პაპუაშვილი: ყველამ ყველაფერი ვიცით, პატარა ქვეყანა ვართ, ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ
ღია წყაროებიდანაც ჩანს, რომ იგორ ბლაჟევიჩი ევროკომისიის ფულით ფინანსდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ადამიანით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „„პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწერს“.
პაპუაშვილის თქმით, ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ.
„ბლაჟევიჩი რასაც ატრენინგებს, პირველი არ არის. აქამდე აკერმანის დაჯგუფება იყო, ახლა ბლაჟევიჩის დაჯგუფებაა. არ ვიცი, ამ ხალხს ქართული არაფერი მოსწონს. ვერანაირ ინსპირაციას ვერ პოულობენ, თუნდაც ქართული პროტესტის ისტორიაში და ცდილობენ, უცხოელების მარიონეტები იყვნენ. ჩემთვის ნათელია, რომ ეს არის სცეპსამსახურების პროექტი. ამ პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება.
დარწმუნებული ვარ, ყველაფერზე ინფორმირებულია სუს-ი. ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ეს იყო აკერმანის შემთხვევაში, ახლა არის ბლაჟევიჩის და სხვების. ამის ეჭვი ძალიან რეალურია. კარგია, რომ არაფერი იმალება. ეს გაკვეთილი უნდა იყოს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის, რომ საქართველოში ასეთი მავნებლობა არ იმალება. ყველამ ყველაფერი ვიცით, პატარა ქვეყანა ვართ.
ეს პროექტი მაღალი დონის კონსპირაციით მიმდინარეობდა, მაგრამ ამის მიღმა ყველაფერი მარტივად იშიფრება, ყველა ყველას იცნობს. ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის ტერიტორიაზე ხდება, რომელიც დღეს იქცა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტზე თავდასხმის წყაროდ და ადგილად. ამ შემთხვევაში კანდიდატ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს და დემოკრატიას თავს ესხმიან ევროკავშირის ტერიტორიიდან. ბრიუსელმა ქართველი ხალხის მიმართ ნდობა ჩამოშალა და ამ ნდობის აღდგენას წლები დასჭირდება.
ღია წყაროებიდანაც ჩანს, რომ ბლაჟევიჩი ევროკომისიის ფულით ფინანსდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ადამიანით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1776670219
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის...
1776669074
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხად...
1776667667
ახალი ამბებიქადაგიშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების ვიზიტზე: მათი სურვილია, რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, ამით გაიზრდება ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი
„მათი სურვილია, რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, რითაც ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი გაიზრდება“, - ამის შესახებ მმართველო გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თბილისში მყოფ მარ...
1776666225
ახალი ამბებიზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ, დარჩა ღარიბ ქვეყნად - კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას
ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში. მისი...
1776665358
მსოფლიოორბანი: უნგრეთის პოზიცია უცვლელია - არ არის ნავთობი - არ არის ფული, როგორც კი უკრაინა ნავთობის მიწოდებას განაახლებს, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს კრედიტის დამტკიცებას
უკრაინა მზად არის ორშაბათიდან განაახლოს ნავთობის მიწოდება „დრუჟბის“ მილსადენით, თუ უნგრეთი ევროკავშირის 90 მილიარდ ევროს აღარ დაბლოკავს, - წერს უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ...































