რატი იონათამიშვილი: ევროკომისიის ანგარიში იმ კრიზისს აჩვენებს, რაც ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტით

„სამწუხაროდ, ევროკომისიის ანგარიში დაწერილია არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ დოკუმენტი იმ კრიზისს აჩვენებს, რაც დღეს, ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტით“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სასამართლოზეა საუბარი, ყველაფერი აცდენილია რეალობასთან და განზრახვაა, სასამართლო ხელისუფლების ოკუპაცია მოახდინონ, რაც ქვეყნის ოკუპაციასაც ნიშნავს.

„მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ისინი ისევ აქეზებენ ძალადობას და ისევ ცდილობენ, რომ საქართველოში ძალადობა დააკანონონ, რაც არ გამოუვათ. ამის კადრება კიდევ უფრო სამწუხაროა იმ ფონზე, როდესაც ძალადობის დიდ მასშტაბებს ევროპულ ქალაქებში ვხედავთ. სამწუხაროდ, მათ სწორი დასკვნები ვერ გამოაქვთ და როგორც ჩანს, ევროპაში ეს კრიზისი გამწვავდება. რაც შეეხება პაველ ჰერჩინსკის, ეს ადამიანი მხარს უჭერდა იმ პირებს და მოძალადეებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს ესროდნენ. ისიც კარგად გვახსოვს, რომ მათი გულისთვის კამპანიებსაც კი დგამდნენ, აწარმოებდნენ და აფინანსებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, თუმცა როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა მისთვის ჩვეულია. რაც შეეხება მის ტონს, ცეკვას, ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკვე არასერიოზულია და სამწუხაროდ, ამით ის დიპლომატიის სახეს აკნინებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793864668

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კო...

ირაკლი კობახიძე

1793864319

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს ლუის ტურესს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფრანგული კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს (CEO) ლუის ტურესს და კომპანია Abbe Timeo-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე...

დავით სონღულაშვილი

1793863168

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულ...

საგამოძიებო სამსახური

1793862838

მსოფლიო

გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება ერთ წელიწადში 80%-ით გაიზარდა

გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება საკმაოდ მაღალია და ის ზრდას განაგრძობს. ავტოტრანსპორტის ფედერალური უწყების ცნობით, 254 500 ახალი მსუბუქი ავტომობილიდან, რომლებიც 2026 წლის ოქტომბერში იყო დარეგ...

 ელექტრომობილებზე მოთხოვნილება

1793862727

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაც...

 დიდი ოდენობით ნარკოტიკი