შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია მოიხსნა ვარდისფერი სათვალეები, რომლითაც უყურებდა სამყაროს და ევროპას, ყველამ დაინახა, რომ ევროკავშირი არ არის წმინდანების თავყრილობა, რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს
ყველას გვახსოვს, მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა ჩამოაცილა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, როგორ გადაეფარნენ მას მისი გარე მფარველები, რომ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამის მიზანი მხოლოდ ერთია, რომ შეენარჩუნებინათ ეს „სიძულვილის პარტია და სიძულვილის იდეოლოგები“ საქართველოში, რომ როგორც ნელი მოქმედების ნაღმი ჰყოლოდათ და საჭიროების შემთხვევაში გაეაქტიურებინათ.
„ჩვენ დღეს ვხედავთ, თუ როგორი ზეწოლაა და ადვილია იმის წარმოდგენა, თუ რამხელა ზეწოლა იყო თავის დროზე, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. მიზანი მხოლოდ ერთია, რომ შეენარჩუნებინათ ნაკვერჩხალივით ეს სიძულვილის პარტია და სიძულვილის იდეოლოგები საქართველოში, რომ როგორც ნელი მოქმედების ნაღმი ჰყოლოდათ და საჭიროების შემთხვევაში გაეაქტიურებინათ. ვხედავდით ჩვენ ამ გააქტიურებას სხვადასხვა დროს ბოლო 13 წლის განმავლობაში, მათ შორის დღესაც ვაკვირდებით, რომ სრულად გარედან მართული დაჯგუფებაა, რომელიც შენარჩუნებული ჰყავთ იმისთვის, რომ ვინაიდან ვერ მართავენ ხელისუფლებას, მართონ ოპოზიცია და მსგავსი დისკომფორტის და არეულობების შექმნის მცდელობებით აიძულონ ხელისუფლება, დაიყოლიონ საკუთარი ინტერესების გატარებაში.
ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია მოიხსნა ვარდისფერი სათვალეები, რომლითაც უყურებდა სამყაროს და ევროპას. ყველამ დაინახა, რომ ევროკავშირი არ არის წმინდანების თავყრილობა, რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს. ყველა საკუთარ ინტერესებს ატარებს და ეს ჩვენ დავინახეთ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, როდესაც შევხედეთ, რომ ევროკავშირსა და ბრიუსელში ჩვენი ინტერესები არავის ადარდებდა. ყველამ გაგვწირა მაშინ რუსეთთან ესკალაციისთვის, მათი ენჯეოების და „ნაცმოძრაობის“ ხელით, როდესაც გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციისკენ. მაშინ დაინახა ქართველმა ხალხმა, რომ ეს წარმოდგენა, თითქოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის ღირებულება, რომელსაც ყველა ეტრფის, სინამდვილეში არის კონსტრუქცია, რომელსაც პატარა ქვეყნებს აჯერებენ, რომ თითქოს სამყარო წესებზე დგას და სინამდვილეში ეს არის ცივი გათვლის და საკუთარი ინტერესების გატარების იგივე პოლიტიკა, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა.
საქართველოს მაგალითზე ვხედავთ, როგორ უხეშად არღვევენ საერთაშორისო წესებს, ვენის კონვენციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს მიმართ, ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო ამ 13 წლის განმავლობაში. თუკი გინდა იყო დამოუკიდებელი და სუვერენული, ამისთვის უნდა იყო მზად, რომ გაუძლო იმ ზეწოლებს, რომელიც მოდის. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არც საბჭოთა კავშირს უჩუქებია და არც სხვა მიმართულებიდან გვაჩუქებს ვინმე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1775502572
მსოფლიოტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...
1775500803
ახალი ამბები🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს
NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...
1775499762
საზოგადოებასოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები
საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...
1775499605
სოციალური მედიაილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...
1775496205
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...





























