შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში

ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილების შესახებ.

მისი თქმით, შვეიცარიის გადაწყვეტილება ტექნიკური ნაწილი იყო.

„შვეიცარია არის ჰარმონიზებაში შენგენის ზონასთან. აქედან გამომდინარე, ევროკომისიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შვეიცარიასაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. თავად ევროკომისიის გადაწყვეტილება გახლავთ საერთაშორისო სამართლის დამრღვევი უსამართლო გადაწყვეტილება, რომლისთვისაც სპეციალურად შეცვალეს კანონი.

წესები მოარგეს საქართველოს, ჩვენთვის წესები შეცვალეს (ასეთი მნიშვნელოვანი ვყოფილვართ, როგორც ჩანს, რაც შეიძლება კარგიც არის) იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეწოლა განეხორციელებინათ საქართველოზე და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც არის აბსურდი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2010 წელს ევროკავშირმა მწამებლური რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა და მოქალაქეები 7 წელი ალოდინა იქამდე, სანამ მისცა უვიზო მიმოსვლა. მისი თქმით, ამ საქციელიდანაც ჩანს, რომ არანაირი მორალური მოტივაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს.

„თავად გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს მათი ნებაა. ამაზე არანაირი პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ვიზიტები ხორციელდება, მიმდინარეობს, მეც მექნება უახლოეს პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტები. ასე რომ პრობლემა არ არის.

სამსახურებრივ პასპორტს იყენებ მაშინ, როდესაც მიდიხარ სამსახურებრივი მიზნით. კერძო ვიზიტით სამსახურებრივი პასპორტის გამოყენება ისედაც აკრძალულია. ვინმე თუ მიდის კერძოდ სადმე ის უნდა წავიდეს პირადი, ე.წ. წითელი პასპორტით. სამსახურებრივი მიზნით როდესაც მიდიან ოფიციალური პირები სხვა ქვეყანაში, მიდიან ისინი მოწვევით. ჩვენი ინიციატივით ხომ არ ჩავდივართ, არა? სადაც მიწვევით ვართ, იგულისხმება, რომ ვიზასაც გვაძლევენ და ჩავდივართ უპრობლემოდ. ასე რომ არანაირი პრობლემა არ არის.

ჩემი პირველი ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც ვიზა გვჭირდება ყველას. მივედი, რიგშიც ვიდექი და ავიღე ვიზა პარლამენტის თავმჯდომარემ. არ მგონია, რომ ამით ვინმეს რამე აკლდებოდეს ან ემატებოდეს. ასე ვიყავი ბრიტანეთშიც, ირლანდიაშიც.

საქმე ისაა, ევროკავშირი ფიქრობს, რომ ვიზა არის დასჯის ინსტრუმენტი. აქ ჩანს ბრიუსელის მთელი ამორალურობა. ამ დონეზე რომ ფიქრობენ, რომ გადაადგილების თავისუფლების საკითხი არის დასჯა-არ დასჯის ინსტრუმენტი

. ვიზა რომ აქციეს იარაღად არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775212001

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან

გარკვეული ძალები ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვა...

მიხეილ ყაველაშვილ

1775210856

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი: საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის ბაზრის შესწავლით. არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი და ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში. რეფერენტი ასე მუშაობს, დანარჩენი არის სპეკულაცია

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომ...

შოთა ბერეკაშვილ

1775210801

საზოგადოება

მედია: თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს

თურქი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს გარე ზემოქმედების კვალი არ ჰ...

 საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე

1775209624

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს

არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. მან აღნიშნა, რომ ფასების სტრ...

შალვა პაპუაშვილი

1775208842

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ

აპრილში ველოდებით იმას, რომ ამ [რუბიოს და კობახიძის] საუბრის შედეგად იქნება შემდეგი ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,...

შალვა პაპუაშვილი