შალვა პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ

აპრილში ველოდებით იმას, რომ ამ [რუბიოს და კობახიძის] საუბრის შედეგად იქნება შემდეგი ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა

ჟურნალისტმა ჰკითხა რას იტყვის კახა კალაძის განცხადებაზე, რომელმაც ორი დღის წინ აღნიშნა, რომ აპრილის თვეში აშშ-საქართველოს ურთიერთობებში სიახლეს უნდა ელოდოს საზოგადოება.

„ის, რომ შედგა საუბარი სახელმწიფო მდივანsა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნებს და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ახლა უკვე მოიძებნოს გადაწყვეტა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის. აპრილში ველოდებით იმას, რომ ამ [რუბიოს და კობახიძის] საუბრის შედეგად იქნება შემდეგი ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტი ჩაეკითხა, ხომ არ ელოდებიან, რომ საქართველოში ჩამოვა მარკო რუბიო და აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის.

„ვნახოთ [ჩამოვა თუ არა რუბიო]. ხედავთ ბოლო პერიოდში რომ ვიზიტები არის გახშირებული სხვადასხვა დონის და შინაარსის, მაგრამ ერთი მიზნის მქონე ვიზიტებია. ის გაფუჭებული ურთიერთობა, რომელშიც მთავარი წვლილი აშშ-ის წინა ადმინისტრაციას მიუძღვის, ეს ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს. მიზანი არის არა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, არამედ პარტნიორობის აღდგენა, რომელიც იქნება დამყარებული ურთიერთ ინტერესებზე, სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ინდიკატორი, რომელიც ყველაზე ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ მიზანს ვაღწევთ.

სტრატეგიული პარტნიორობა მანამდე ეპითეტის დონეზე იყო აშშ-სა და საქართველოს შორის, ვინაიდან შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო. 2009 წელს მოეწერა ხელი, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში და ეს იყო გარკვეული დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ. ახლა გვინდა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტულად რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს. ამ დიალოგისთვის ვართ გახსნილი. ის, რომ სატელეფონო საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და პრემიერს შორის, აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია ამისკენ, რაც გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775209733

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში

ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალ...

შალვა პაპუაშვილი

1775209624

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს

არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. მან აღნიშნა, რომ ფასების სტრ...

შალვა პაპუაშვილი

1775208782

საზოგადოება

პაპუაშვილი: ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი, სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი

გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან შალვა პაპუაშვილმა ამგვ...

შალვა პაპუაშვილი

1775207861

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას

ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტ...

შალვა პაპუაშვილი

1775206073

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში

მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი...

შალვა პაპუაშვილი