მედია: თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს
თურქი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს გარე ზემოქმედების კვალი არ ჰქონია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალაქ ანკარის გენერალურმა პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება საერთაშორისო პროცედურების სრული დაცვით ჩაატარა. საქართველოსთან სრულყოფილმა თანამშრომლობამ თურქეთში ნივთმტკიცებათა ტრანსპორტირება წესების სრული დაცვით უზრუნველყო.
როგორც პროკურატურის თანამშრომლები ასკვნიან, თვითმფრინავის ნაწილებისა და ავიაკატასტროფის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის შედეგად ჭურვის აფეთქების კვალი, ან თვითმფრინავში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ნიშნები აღმოჩენილი არ არის.
გამოძიებისას შესწავლილი იყო თვითმფრინავის საწვავიც, თუმცა იქაც არაფერი საეჭვო აღმოჩენილი არ არის.
ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. მედიის ცნობით, გამოძიებას თურქი სამართალდამცველები ქართულ მხარესთან კოორდინაციაში აგრძელებენ.
თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 2025 წლის 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან, დაახლოებით, 5 კილომეტრში განიცადა. შედეგად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20 მოსამსახურე დაიღუპა.
1775214762
ახალი ამბებიკახა კალაძე: უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
„უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შ...
1775213067
საზოგადოებაპრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, სიტყვით გამომსვლელებიდან ყველა წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და საზოგად...
1775213031
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთზე: ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის - ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი შეაჯამა. მან ქვეყნის ხელისუფლებას მიწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ყაველაშვილმა სა...
1775212996
საზოგადოებასინოდის სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებმა გა...
1775212001
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან
გარკვეული ძალები ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვა...



























