კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც კახა კალაძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, საზოგადოებამ იხილა თემით სპეკულაციისა და ტყუილის გავრცელების მაგალითი.

„გუშინ ლილოს თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებულნი არიან, ზოგი ცოფის, ზოგი სხვა მძიმე ავადმყოფობის გამო, დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები.

ის ქმედებები და დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია.

ამ ტიპის ნაბიჯებითა და ქმედებებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, თუნდაც მიუსაფარი ცხოველების მიმართ, არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტი მრავალ ნაბიჯს დგამს.

„ლილოში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც თავშესაფარი გაფართოვდება და ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, რომ დამატებით 300 ძაღლისთვის ვოლიერები გაკეთდეს.

გარდა ამისა, გლდანის რაიონში ხორციელდება ახალი თავშესაფრის პროექტი, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები დაიძლიოს და მოსახლეობას ჩვენი მხრიდან ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა ამ საკითხში.

კვლავ გავიმეორებ, რომ ის, რაც სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით ბოლო წლებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გააკეთა, არასდროს გაკეთებულა, ეს მისასალმებელია და წინ გადადგმული ნაბიჯებია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775216057

ახალი ამბები

პრეზიდენტი: ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ურთიერთობის განახლების სურვილი, ორივე ქვეყნის მხრიდა...

მიხეილ ყაველაშვილი

1775215054

ახალი ამბები

კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს

გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს. მანვე განმარტა, რო...

კახა კალაძე

1775214762

ახალი ამბები

კახა კალაძე: უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ

„უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შ...

კახა კალაძე

1775213067

საზოგადოება

პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, სიტყვით გამომსვლელებიდან ყველა წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და საზოგად...

მიხეილ ყაველაშვილი

1775213031

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთზე: ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის - ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი შეაჯამა. მან ქვეყნის ხელისუფლებას მიწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ყაველაშვილმა სა...

მიხეილ ყაველაშვილი