შარმანაშვილი: ეროვნულ ინტერესებს რომ ვიცავთ, თურმე ეს ყოფილა რუსეთუმეობა, საქართველო სუვერენული უფლებების დაცვას თავს არ დაანებებს

 „ეროვნულ ინტერესებს რომ ვიცავთ, თურმე რუსეთუმეობა ყოფილა, საქართველო სუვერენული უფლებების დაცვას თავს არ დაანებებს“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „უნდათ, ხელისუფლება შეცვალონ და ამისთვის მზად ჰყავთ რადიკალური ოპოზიცია“.

„მიზანია, ძირითადი საკითხებიდან გადაიტანონ ყურადღება. აკვირდებით და რას აცხადებენ რუსეთუმეობად? – თურმე რატომ გვინდა, საქართველოში გამჭვირვალობა იყოს. აქ რა შუაშია რუსეთუმეობა? თურმე რუსეთუმეობა ყოფილა ის, რომ ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ, უარი ვთქვით ლგბტ პროპაგანდაზე, სქესის შეცვლის ოპერაციებზე.

იგივე რაღაცები დონალდ ტრამპმა რომ გააკეთა, სხვა მოცემულობით, მაგრამ იმავე მიმართულებით, თქვა, ორი გენდერი არსებობსო და კანონმდებლობით გაამყარა, ამაზე ხმა არ ამოიღეს ვითომ პროამერიკელებმა, რადგან ეშინიათ, სასუნთქი გზები საბოლოოდ არ გადაეკეტოთ.

რატომ არ ამბობენ, რომ ტრამპი შეცდა? ტრამპი გამოგონილ თემებზე აქტებს რატომ გამოსცემს, მოცლილია? სხვა საქმე არ აქვს? რუსეთი მტერია, ოკუპანტია და ეს ყველა დონეზე ნათლად ნათქვამია. მათთვის სიტყვის თქმა არაფერია.

რა უნდათ, იცით? რუსეთი მტერია, ოკუპანტია და ამიტომ იარაღი უნდა ავაჟღარუნოთ. ამისთვის მზად ვართ, არ ვართ, შეგვიძლია თუ არა თავის დაცვა, მტერს უნდა ვეკვეთოთ, სწორედ ეს უნდათ.

ხელისუფლების ცვლილება უნდათ მათ, ვინც დარწმუნდა, რომ საქართველო სუვერენული უფლებების, ეროვნული ინტერესების დაცვას თავს არ დაანებებს. სწორედ ამიტომ უნდათ, რომ ხელისუფლება შეცვალონ.

მზად ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც ხვალ დილითვე მათ მიზნებს შეასრულებენ – ასეთი ჩვენი რადიკალური ოპოზიციაა“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753210239

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში...

შალვა პაპუაშვილი

1753209274

მსოფლიო

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

1753208083

მსოფლიო

მაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...

ზოგადი

1753204872

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი

1753202343

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში

ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...

მაკა ბოჭორიშვილი