შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებული არიან 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1981 წელს დაბადებული დ.ვ., იორდანიის მოქალაქე 2001 წელს დაბადებული ბ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული რ.მ., 1991 წელს დაბადებული ჟ.დ.
დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
1746452542
საზოგადოებაგივი მიქანაძე უნგრეთის ელჩს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა. შეხვედრაზე საპარლამენტო ურთიერთობებსა და დარგობრივ კომიტეტებს შო...
1746452424
ახალი ამბებიდავით დოიაშვილი: კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი, ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა
„ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა - წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას. მან განმარტა, თუ რატომ ჩავიდა ჩინეთში. „კასტინგ...
1746451167
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია
„საქართველოში ლეგიტიმაციის პირველწყარო ქართველი ხალხია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მხარდაჭერას უცხადებს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ სანაგვეზე უთითებს ადგილს“, - ამის შე...
1746450803
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7477 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7483 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1746449937
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესიკ დანელია: ოჯახთან ერთად, ქუჩაში თავს დამესხა 20-მდე პირი, გლდანის მეტროს ჩასასვლელი არის ორი სართულის სიმაღლე, ზემოდან გადმომაგდეს, დაცემის შემდეგ დამესივნენ, რკინის ხელკეტებს მირტყამდნენ
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი ს...