გივი მიქანაძე: ჩვენი პოლიტიკაა, რომ იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც არ ვღალატობთ და არც არასდროს ვუღალატებთ, გაგრძელდეს პოზიციონირება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქვეყნის და ჩვენი საზოგადოებისთვის მხოლოდ საკეთილდღეოდ იქნება
ჩვენი პოლიტიკაა, რომ იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც არ ვღალატობთ და არც არასდროს ვუღალატებთ, გაგრძელდეს პოზიციონირება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქვეყნის და ჩვენი საზოგადოებისთვის მხოლოდ საკეთილდღეოდ იქნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ ფიქრობს, შესაძლოა თუ არა, რომ დაძაბულმა ფონმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და ევროკავშირს შორის პირდაპირპროპორციული გავლენა მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნის ლიდერების ურთიერთობაზე, თუ ევროკავშირი ახლა თავადაც გადატვირთვის რეჟიმშია.
„ფაქტია, რომ ტრამპი ევროკავშირისთვის არ არის მისაღები ფიგურა. ეს ცალსახად ჩანს შეუიარაღებელი თვალით. ის ღირებულებათა სხვაობა, რაც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა, აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებით კომპონენტთან, რომელსაც ტრამპი ჯერ წინასაარჩევნოდ აცხადებდა, ახლა კი უკვე ამის განხორციელებაზეა გადასული. თუ გახსოვთ ტრამპმა ასეთი განცხადებაც გააკეთა, რომ ევროპა ჩემთვის ვიქტორ ორბანით იწყებაო. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით უნგრეთში დადგენილი ღირებულებითი კომპონენტი მისთვის არის სრულად მისაღები და რომ ის [ორბანი] მისთვის [ტრამპისთვის] წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს.
რაც შეეხება საქართველოს კომპონენტს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გავლენას ახდენს საქართველოსთან ურთიერთობაზე, თუმცა ერთი რაღაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ის გარე ძალები, რომელსაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით, ხოლო ტრამპი „დიფ სთეითის“ სახელით მოიხსენიებს, არსად წასულა. მათ კვლავაც ამოძრავებთ ის ძირითადი ინტერესები და ძალისხმევა, რომლითაც სურთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ შეწყდეს, ეს პროცესები გაგრძელდეს და ამით თავისი ზეგავლენა და ძალაუფლება კიდევ უფრო გაამყარონ. ამ სიტუაციაში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცება და იმ პოზიციების დაცვა, რომლითაც მართლაც გამოკვეთილად მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო წინ აღუდგა იმ ლიბერალურ პრინციპებს, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია.
აქედან გამომდინარე, ჩვენი თავსებადობა განსაკუთრებით უნგრეთთან, ან სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ განაპირობებს იმ გარემოებას, რომ ერთობლივი ძალისხმევით, რაზეც რიგი ევროკავშირის ქვეყნები ღიზიანდებიან, რადგან უფრო მეტი ძალა და პრინციპულობა ჩანს, მათი ბრძოლა უფრო შესუსტებულია. ჩვენი პოლიტიკაა, რომ იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც არ ვღალატობთ და არც არასდროს ვუღალატებთ, გაგრძელდეს პოზიციონირება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოებისთვის მხოლოდ საკეთილდღეოდ იქნება“, - აღნიშნა მიქანაძემ.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























