გურამ მაჭარაშვილი: უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფინანსებინათ

უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ ეკოლოგია გაუმჯობესებულიყო და საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფინანსებინათ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ზუსტად აქედან გამომდინარეა, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობა ჩვენ მივიღეთ ისევე, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას მესამე მოსმენით, 84 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+)-ის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები.
1749818158
ახალი ამბებისაქსტატი: 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ათ მილიარდ დოლარამდე შეადგინა
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ათ მილიარდ დოლარამდე შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ცნობით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 13 მთელი სამი...
1749816638
ახალი ამბები„ბათუმში ერთ-ერთ სუპერმარკეტში პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით მოლარეს თავს დაესხნენ და 2145 ლარს დაეუფლნენ“ - ბრალდებულებს 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურ...
1749816502
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი...
1749813952
მსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური და უმაღლესი თანამდებობის პირები დაიღუპნენ
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადეჰი დაიღუ...
1749812487
ახალი ამბები„ირანმა ყველაფრის დაკარგვამდე შეთანხმება უნდა დადოს, სანამ გვიანი არ არის“ - ტრამპი ირანს მოუწოდებს, ბირთვულ შეთანხმებას დათანხმდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ბირთვული შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. ტრამპი აღნიშნავს, რომ მან ირანს შეთ...