შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს
უწყების ცნობით, დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მოსამსახურე რ.დ.-მ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის, შსს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და მოქალაქე რ.კ.-სთვის უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ჯამში 1000 აშშ დოლარი აიღო. დაკავებისას რ.დ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების დანახვაზე, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც მოახდინა შეჯახება. აღნიშნულის შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა მიმალვას, რად დროსაც სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. რ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას თანხის ნაწილი - 500 აშშ დოლარი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს“, - წერია ინფორმაციაში.
1760259911
საზოგადოებამაია ორჯონიკიძე ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე: ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოსგან პასუხს - ან უარყოს, ან დაადასტუროს, მაგრამ, თუ თამარამ სიმართლე თქვა, მაშინ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ
მივმართავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს და მის თავმჯდომარე, ქალბატონ თინა ბოკუჩავას: კატეგორიულად ვითხოვ - მაქვს ამისი მორალური და სხვათა შორის, პოლი...
1760259770
საზოგადოებამაია ორჯონიკიძე: ოპოზიციურ მედიაში უნდა შეიქმნას მკაცრი სარედაქციო პოლიტიკა, რომ ოპოზიციურ არხებზე მაინც ისეთი ბინძური ჩამშვებები და ცილისმწამებლები, როგორიცაა თამარა ჩერგოლეიშვილი, არ იყვნენ
ეს არის ჩვეულებრივი "ჩეკისტი" ქალი და ამ უმძიმეს ვითარებაში, რუსულ რეჟიმთან "მებრძოლი" ქალი, ცილს სწამებს მიხეილ სააკაშვილს და ბაჩანა ახალაიას. ერთი ციხეში ზის და მეორე სახლიდან არ გამოდის. ეს ქალი ი...
1760257214
საზოგადოებაარქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: როგორც მაშინ ასროლინა მთავრობამ ხალხს პიროტექნიკა, ახლაც მთავრობამ დაახვედრა მოჭრილი ღობე აქციის მონაწილეებს
„დაპირისპირებას პროვოცირება გაუკეთა მთავრობამ. ღობეები იყო გადაჭრილი და შეიძლება ის პირველი, ვინც ღობე წააქცია მთავრობის ხალხი იყო“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა „ტვ იმედთან“ სატელეფ...
1760257106
მსოფლიოტენესის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო მონაცემებით, ტენესის შტატში მომხდარ ძლიერ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია შტატის შერიფმა ჰამფრის დევისმა გაავრცელა. ინციდენტი ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა, რ...
1760254375
საზოგადოებასაბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს
საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. ეს თავად ბრალდებულების მოთხოვნა იყო, რადგან ორი დღის...