1-ელ იანვარს ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა და სავალუტო კავშირის 21-ე წევრი გახდა
1-ელ იანვარს ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა და სავალუტო კავშირის 21-ე წევრი გახდა. ევრომ ბულგარული ლევი ჩაანაცვლა, ხოლო 31 დეკემბრის მდგომარეობით საბოლოო გაცვლითი კურსი განისაზღვრა შემდეგნაირად: 1 ევრო = 1.96 ლევს.
პრეზიდენტმა რუმენ რადევმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა: „ევროს შემოღება ბულგარეთის ევროკავშირში ინტეგრაციის დასკვნითი ეტაპია - ეს არის ადგილი, რომელსაც ჩვენი ათასწლოვანი კულტურის მიღწევებითა და ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური წვლილით ვიმსახურებთ“.
ბულგარეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა დიმიტარ რადევმა ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოში ადგილი დაიკავა.
„მივესალმები ბულგარეთს ევროს ოჯახში, ხოლო მმართველ რადევს - ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს მაგიდასთან ფრანკფურტში“, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
1767283890
მსოფლიოBFMTV: საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს
საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს. „პოლიციის წინასწარი ანგარიშის თანახმად, 31 დეკემბრის ღამიდან 1-ელ იანვრამდე ჯამში დ...
1767282008
მსოფლიოახალი წლის ღამეს ამსტერდამში ისტორიული ტაძარი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა
ახალი წლის ღამეს ამსტერდამის ცენტრში მდებარე ისტორიულ ეკლესიას, Vondelkerk-ს ძლიერი ხანძარი გაუჩნდა. მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა შენობის გადარჩენა ვერ მოხერ...
1767279298
მსოფლიოვიქტორ ორბანი: დაე, 2026 წელი ყოფილიყოს მშვიდობის გამარჯვებისა და ევროპაში საღი აზრის დაბრუნების წელი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავის საახალწლო მოლოცვაში ევროპას 2026 წელს „საღი აზრის პოვნა“ უსურვა. „გილოცავთ ახალ წელს! დაე, 2026 წელი ყოფილიყოს მშვიდობის გამარჯვებისა და ევროპაში საღი...
1767278357
საზოგადოებასლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა არასდროს იქნება ნატოში
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობა უარყო. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს. „უკრაინა არასდროს იქნება ნატოში“, - განაცხადა მი...
1767275266
საზოგადოებამლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ...


























