შრომითი მედიაცია “IDS ბორჯომი საქართველოს” მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა - კომპანია მუშაობას უახლეს პერიოდში აღადგენს

"წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და “IDS ბორჯომი საქართველო” სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს",- ამის შესახებ ინფორმაციას, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შრომითი მედიაცია “IDS ბორჯომი საქართველოს” მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკების პროცესში პირადად ჩაერთო მისი წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.

როგორც პრემიერმა განაცხადა “IDS ბორჯომი საქართველოში” დასაქმებული თითოეული თანამშრომლის უფლების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება. სამედიაციო შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოაწერეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍ჯანდაცვის სამინისტრო „IDS ბორჯომი საქართველოში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო

📍"წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის" აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო გახდება იმ ჯგუფის აქციონერი, რომელიც არის „ბორჯომის" ქარხნის მეპატრონე" - ირაკლი ღარიბაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790584822

სპორტი

ახალი მწვრთნელით, პირველი გამარჯვების მოლოდინში - საქართველო უკრაინის წინააღმდეგ

დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდ...

საქართველო უკრაინის წინააღმდეგ

1790582530

საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას

40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმ...

აკაკი ალადაშვილი

1790581319

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

შსს  შსს  შსს

1790581287

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნი...

დაკავება

1790580705

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიე...

შსს შსს