"წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის" აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო გახდება იმ ჯგუფის აქციონერი, რომელიც არის „ბორჯომის" ქარხნის მეპატრონე" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის" აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება იმ ჯგუფის აქციონერი, რომელიც არის „ბორჯომის" ქარხნის მეპატრონე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უსასყიდლო გარიგება და პროცესი წარიმართა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით.

"პირველი საკითხი, - ეს არის „ბორჯომის" ქარხნის საკითხი და ამ ქარხნის ბედი.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე საზოგადოებას ვუთხარი, შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის" აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება იმ ჯგუფის აქციონერი, რომელიც არის „ბორჯომის" ქარხნის მეპატრონე.

ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის" ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის, რომ იტყვიან, თანამფლობელი.

და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს ჰქონდა შექმნილი და მის თანამშრომლებს ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, ზოგადად, ყველა ეს პრობლემა იქნება მოხსნილი.

ჩვენ აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, და მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად, ნაყოფიერად იმუშავეს ამ გარიგების, ასე ვთქვათ, წარმატებით დასასრულებლად.

ასე რომ, ვულოცავ ბორჯომის თითოეულ თანამშრომელს", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა „ბორჯომის" თანამშრომლების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ კომპანია უსამართლოდ მოექცა, აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ჩაგვრის განცდა.

„ვიცი, რომ იქ რამდენიმე ათეული თანამშრომელი თვლის, რომ უსამართლოდ მოექცა ადგილობრივი კომპანია, 50 თანამშრომლის გაშვება მოხდა.

მე ამის თაობაზე წინა კვირასაც მოგახსენეთ, რომ ბატონ ზურა აზარაშვილს დავავალე და ის აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გახდება თანამფლობელი ამ ჩვენი საწარმოს, „ბორჯომის", რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად მოგვიწევს მონაწილეობა, ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ.

და მინდა, ამ ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არც ერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არც ერთი თანამშრომელი ჩვენი „ბორჯომის", ჩვენი მართლაც ეროვნული სიმდიდრის. მე ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

ზურა აზარაშვილი და ლევან დავითაშვილი ჩაერთვებიან ამ პროცესში და ჯობია, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რომ ხალხს არ ჰქონდეს განცდა, რომ ვინმე უსამართლოდ იჩაგრება და ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური და განცდა არ უნდა ჰქონდეს არავის, რომ იქ ვინმე იჩაგრება", - განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* პრემიერი: 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს,ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში

* რატომ ბოლდება მოსახლეობა და რატომ ურჩევნიათ "ტკბილი ტყუილი", რატომ თვლიან, რომ მწარე სიმართლე "ნეგატივია" და "იმუნიტეტი" უზიანდებათ - გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790589492

მსოფლიო

მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო

შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული...

შვედეთის პარლამენტშ

1790587943

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფ...

პრემიერ-მინისტრი

1790586401

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვა...

 პარლამენტის დელეგაცია

1790585509

საზოგადოება

ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნ...

მეგის ქარდავა

1790584822

სპორტი

ახალი მწვრთნელით, პირველი გამარჯვების მოლოდინში - საქართველო უკრაინის წინააღმდეგ

დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდ...

საქართველო უკრაინის წინააღმდეგ