შსს „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.
საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1781282995
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრე საზოგადოების რაოდენობა და ფილმზე მათი გამოხმაურება, - განაცხადა რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ, რომლის დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელ...
1781281030
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ნატოს ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენება შეუძლებელია
ნატოს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა შეუსრულებელია და ისინი ძალიან ჩქარობდნენ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განა...
1781279129
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები
საქართველოში, უპირველესად ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ქართველი ხალხის ინტერესები. ნიკა გვარამიას მხრიდან ასეთი ფორმულირება და საკუთარი ქვეყნის მიმართ მიდგომა აჩვენებს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ არის გამზა...
1781278228
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად
„ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად“, - ამის შესახებ ევროპასთან...
1781276801
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს ფაქტობრივად ყველა ის ძირითადი ქვეყანა, რომელიც მსხვილი მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება შეიტანოს დისონანსი აშშ-...






























