წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა.
ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) საზოგადოებას წმინდა სინოდის განჩინება გააცნო.
როგორც მიტროპოლიტმა თეოდორემ აღნიშნა, წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.
ამასთან, მიტროპოლიტი თეოდორეს ცნობით, წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა, რომ შეიქმნას დამკრძალავი კომისია.
გარდა ამისა, სინოდის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის თარიღად 22 მარტი დადგინდა, ხოლო დაკრძალვის ადგილად, ილია მეორეს სურვილის გათვალისწინებით, სიონის საკათედრო ტაძარი განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს.
ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.
გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
1773840499
ახალი ამბებისონღულაშვილი პატრიარქზე: მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, მისდამი სიყვარული და პატივისცემა მარადიულია თითოეული ჩვენგანის გულში
საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრება...
1773839222
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1773837590
საზოგადოებასაქართველოს მთავრობა: შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკა...
1773836812
საზოგადოებაარქიმანდრიტი იოვანე: ჩვენ ერის მამა გარდაგვეცვალა, ღმერთმა ინებოს, რომ მისი სული ცათა სასუფეველში ხარობდეს და ვინ თუ არა ის უნდა ხარობდეს მისი ღვაწლიდან გამომდინარე
როგორც არქიმანდრიტი იოვანე (მჭედლიშვილი), ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური აცხადებს, ქართველ ერს მამა გარდაეცვალა. „ძალიან მძიმეა პატრიარქზე საუბარი, ის სიყვარული, რაც მ...
1773836345
ახალი ამბებიკობა კობალაძე პატრიარქზე: უმძიმესი დღეა ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანისათვის, მისი სიტყვა ხშირად იყო იმედი, ხოლო მისი დუმილიც კი სიმტკიცის მაგალითი
„უმძიმესი დღეა ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანისათვის. გულით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გა...



























