სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არათუ სინანული და წარსულის გააზრება არ აქვთ, არამედ დღესაც მზად არიან, იგივე გაიმეორონ

ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, „დებატების“ ეთერში, იხსენებს საქმეს „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ძველი და ვერც ახლად შემოერთებული წევრები თავიანთი რეჟიმის დანაშაულის სიმძიმეს ვერ ხვდებიან.

მისი თქმით, ისინი დღესაც მზად არიან, გაიმეორონ იგივე, რაც მათი მმართველობის დროს ხდებოდა.

„დღეს მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და დავინახეთ მკაფიოდ და ნათლად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულების, არათუ სინანული და გააზრება არ არის წარსულის, არამედ დღესაც მზად არიან, გაიმეორონ იგივე.

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო პროცესზე, სოციალურ ქსელში, ტელევიზიებში დადიან და დასცინიან იმ ადამიანებს, რომელთა უმძიმეს ისტორიებს მთელი საქართველო ისმენდა პირდაპირ ეთერში, თუნდაც საგამოძიებო კომისიის პერიოდში. ამბობენ, რომ ეს იყო ტყუილი, ან დასცინიან იმას, რომ, ვთქვათ, ადამიანის რაღაც აზრს ვერ გამოთქვამს სწორად ან რაღაც სიტყვა შეეშალა და თითქოს ეს არის მთავარი. სიტყვები „სისტემური“ და „სისტემატური“ ეკუთვნის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ეს თქვა არაერთ საქმეში, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ ეს თქვა საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“.

უბრალოდ, წავიკითხავ რამდენიმე ამონარიდს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან.

აქ არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება გაცილებით მძიმე ამბები მოჰყვნენ საკუთარ თავზე, რაც გადაიტანეს, მაგრამ ეს არის, რაც მოხდა 2011 წლის ივნისში: ოჩიგავა, როდესაც დაიჭირეს, მერვე დაწესებულებაში მოთავსებისას, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ციხეში ყოფნისას მას დაუმტვრიეს თითები, ჩაუმტვრიეს კბილები, მძიმედ დაუზიანეს ხელ-ფეხი და ეტლით მოსარგებლედ აქციეს.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტი. ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილია.

აქვე წერია, რომ კარანტინის დაშლის პროცედურა გლდანის საპატიმროში მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. კარანტინის დაშლის შედეგად, სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ჩამტვრეული ჰქონდა წინა კბილები.

კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის დროს ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც არ იყო არანაირი ავეჯი და ადამიანებს ეძინათ ბეტონის იატაკზე... დღის განმავლობაში, პატიმრებს არ ჰქონდათ დაწოლის უფლება, მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე უნდა დაწოლილიყვნენ და ასევე, ხმამაღლა ლაპარაკი აკრძალული ჰქონდათ.ყველა ყოფილი პატიმარი დაადასტურებს, რომ ეს ნამდვილად ასე იყო.

მას შემდეგაც კი, რაც ოჩიგავა ეტლით მოსარგებლე გახადეს და უკვე ვეღარ დადიოდა, ხმამაღალი საუბრის გამო, გაიყვანეს საშხაპეში, გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და სასტიკად სცემეს ხელკეტებით, რის შემდეგადაც გონება დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ციხის მორგში იყო ჩაკეტილი, გარდაცვლილებთან ერთად.

ამას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი.

აი, ეს არის ის, რაზეც დღეს დასცინიან საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ გამოდიან, ენმ-ს წევრები და ღლიცინებენ ფეისბუკზე და სხვა სოციალურ ქსელებში. რატომ? იმიტომ, რომ მათ არა აქვთ სინანული. ზუსტად იმავეს გაიმეორებენ ახლაც“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი

1793630392

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის

„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...

შალვა პაპუაშვილი

1793630102

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი

1793628822

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს

„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი