ვალერი გელაშვილი: როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა

საქართველოს პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი თავისი უფლების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.
მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გელაშვილი აცხადებს, ამ დროს ის ვილნიუსში იმყოფებოდა, რა დროსაც, მიხეილ სააკაშვილმა, ახალი წლის საღამოს, 4 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
„2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ახალი წელი იყო, ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა. უბრალოდ დაწერა, გადასახადი გაქვს 4 მილიონიო, ჩემს კომპანიას დააკისრა და გამომიგზავნა, 12 საათამდე მოვიდა“ - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
1746452542
საზოგადოებაგივი მიქანაძე უნგრეთის ელჩს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა. შეხვედრაზე საპარლამენტო ურთიერთობებსა და დარგობრივ კომიტეტებს შო...
1746452424
ახალი ამბებიდავით დოიაშვილი: კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი, ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა
„ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა - წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას. მან განმარტა, თუ რატომ ჩავიდა ჩინეთში. „კასტინგ...
1746451167
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია
„საქართველოში ლეგიტიმაციის პირველწყარო ქართველი ხალხია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მხარდაჭერას უცხადებს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ სანაგვეზე უთითებს ადგილს“, - ამის შე...
1746450803
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7477 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7483 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1746449937
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესიკ დანელია: ოჯახთან ერთად, ქუჩაში თავს დამესხა 20-მდე პირი, გლდანის მეტროს ჩასასვლელი არის ორი სართულის სიმაღლე, ზემოდან გადმომაგდეს, დაცემის შემდეგ დამესივნენ, რკინის ხელკეტებს მირტყამდნენ
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი ს...