თეა წულუკიანი: როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის, კვლავ, აქტიურ ცოფიანებს, მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება

„უფლება მოგვეცით შემოგიერთდეთ და ფეხზე წამოვუდგეთ იმ მსხვერპლებს და დუმილით პატივი მივაგოთ, ვინც გარდაიცვალა და სხვაგვარად დაზიანდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ,“ - ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ნაწამებ ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება.

წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს და მის „აქტიურ ცოფიანებს“ მსხვერპლების ხსენების და მათთვის პატივის მიგების ისე ეშინიათ, როგორც ეშმაკს სიწმინდის.

„როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის, კვლავ, აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება, მათთვის პატივის მიგება და არ გვპატიობენ არც ერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს, მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს. არადა, ის დასკვნა, რომელიც ამ კომისიამ უნდა დადოს და მთელი ის საქმიანობა, რასაც ქართული ოცნება, ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ ფაქტი იქნეს დადგენილი, რომ იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც - მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ, ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, ეს ადამიანი კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ." - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ლაშა არქანია 2011 წელს დააკავეს. ხელახლა ჩატარებული გამოძიების თანახმად, თავდაპირველად დაკავებული უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, არქანიამ ხელი მოაწერა ზემოთ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოსდა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746458205

ახალი ამბები

ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა

ქალაქ ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ცუდად გახდომის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა,...

ააა

1746456097

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. „შემოსავლების სამსახური მიმართავს სადგურის მოედნის ბაზრობის ტ...

შემოსავლების სამსახური

1746455879

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისია ადასტურებს იმას, რომ უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დასასრულებლად და მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისტემის ჩამოსაყალიბებლად

საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ყოველი სხდომის შემდეგ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, დამნაშავე რეჟიმის „ნაცმოძრაობის“...

გურამ მაჭარაშვილი

1746455798

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ჩვენი პოლიტიკაა, რომ იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც არ ვღალატობთ და არც არასდროს ვუღალატებთ, გაგრძელდეს პოზიციონირება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქვეყნის და ჩვენი საზოგადოებისთვის მხოლოდ საკეთილდღეოდ იქნება

ჩვენი პოლიტიკაა, რომ იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც არ ვღალატობთ და არც არასდროს ვუღალატებთ, გაგრძელდეს პოზიციონირება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქვეყნის და ჩვენი საზოგადოებისთვის მხოლოდ საკეთილდღე...

გივი მიქანაძე

1746455724

საზოგადოება

გივი მიქანაძე: სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება

სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება, -...

გივი მიქანაძე