გოჩა კაკოიშვილი იზოლატორში წამებაზე: გაგაშიშვლებდნენ მთლიანად, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლით გცემდნენ, რომ როგორღაც, ბევრი დაზიანება არ მიგეღო და ადვოკატი რომ შემოსულიყო, დაზიანებები არ ენახა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ, „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით, გოჩა კაკოიშვილი საუბრობს და თავისი წამების დეტალებს იხსენებს.

გოჩა კაკოიშვილმა თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ რაში გამოიხატებოდა თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორში წამება უპასუხა, რომ წამება გამოიხატებოდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ისე გაშიშვლებაში, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლით ცემასა და შიმშილში.

„ცემაში, სიტყვიერ შეურაცხყოფაში, თუ ჩაგეძინებოდა - ცივი წყლის გადასხმაში. ძირითადად, ცემა ხდებოდა, რომ გაგაშიშვლებდნენ მთლიანად, პლასტმასის ბოთლში ჩასხმული წყლით გცემდნენ, რომ როგორღაც, ბევრი დაზიანება არ მიმეღო. ადვოკატი რომ შემოსულიყო და დაზიანებები არ ენახა. მაგრამ დაზიანებები მაინც ნახეს, როდესაც შემოვიდნენ და მნახეს, დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, რადგანაც მანამდე მეძებდნენ.

ეს წამება შეწყდა მას შემდეგ, როდესაც ტელევიზიამ გამომაცხადა. საჭმლის შემოწოდებაზე მაინც პრობლემა იყო და ძალიან დასუსტებული ვიყავი, როდესაც სახლში მიმიყვანეს, ვერცერთმა მეზობელმა ვერ გაბედა, რომ მოსულიყო ჩემამდე და დახმარებოდნენ, რომ სახლში ავეყვანე იმიტომ, რომ იმხელა შიშის ქვეშ იყვნენ მეზობლები, რომ იმ ნაციონალებს, რომლებიც იქვე ცხოვრობდნენ, ინფორმაცია არ მიეტანათ შტაბში, რათა ანალოგიურ უბედურებაში ისინიც არ აღმოჩენილიყვნენ“, - განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746458205

ახალი ამბები

ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა

ქალაქ ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ცუდად გახდომის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა,...

ააა

1746456097

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. „შემოსავლების სამსახური მიმართავს სადგურის მოედნის ბაზრობის ტ...

შემოსავლების სამსახური

1746455879

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისია ადასტურებს იმას, რომ უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დასასრულებლად და მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისტემის ჩამოსაყალიბებლად

საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ყოველი სხდომის შემდეგ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, დამნაშავე რეჟიმის „ნაცმოძრაობის“...

გურამ მაჭარაშვილი

1746455798

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ჩვენი პოლიტიკაა, რომ იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც არ ვღალატობთ და არც არასდროს ვუღალატებთ, გაგრძელდეს პოზიციონირება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქვეყნის და ჩვენი საზოგადოებისთვის მხოლოდ საკეთილდღეოდ იქნება

ჩვენი პოლიტიკაა, რომ იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც არ ვღალატობთ და არც არასდროს ვუღალატებთ, გაგრძელდეს პოზიციონირება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქვეყნის და ჩვენი საზოგადოებისთვის მხოლოდ საკეთილდღე...

გივი მიქანაძე

1746455724

საზოგადოება

გივი მიქანაძე: სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება

სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება, -...

გივი მიქანაძე