სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორან „თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რესტორანი ,,თევზის სახლი“ (მისამართი: ქ. ფოთი გურიის ქ. N11) არაგეგმურად შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, მიკვლევადობის მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. მომხმარებლის ინტერესების დაცვის და უვნებელი სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785309519

ახალი ამბები

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...

ყალბი ვალუტ

1785308401

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელე...

მიხეილ სარჯველაძე

1785307474

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შ...

გივი მიქანაძე

1785305599

საზოგადოება

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებს გამოცდისათვის რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეუძლიათ

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება აქვთ 19 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამ...

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

1785304832

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივლისს საქართველოში

სინოპტიკოსებით პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ დღე უნალექოდ ჩაივლის. მომდევნო დღეებშიც დასავ...

ამინდი ამინდი