პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შეიძინა, ინახავდა და 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები მოქალაქეზე გაასაღა. ასევე ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად ჯგუფურად შეიძინა, შეინახა და მოქალაქეზე გაასაღა დიდი ოდენობით, 19 850 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება), ერთ პირს ასევე ბრალდება 212-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1785310020
საზოგადოებააბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს პირველად შედეგებს შემდეგ საგამოცდო საგნებში: ქართუ...
1785309519
ახალი ამბებიდიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...
1785308401
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელე...
1785307474
საზოგადოებაგივი მიქანაძემ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შ...
1785305599
საზოგადოებასაქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებს გამოცდისათვის რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეუძლიათ
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება აქვთ 19 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამ...



























