საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებს გამოცდისათვის რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეუძლიათ

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება აქვთ 19 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით.

გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდება. გამოცდაზე რეგისტრაცია 11:00 საათზე, ხოლო გამოცდა 12:00 საათზე დაიწყება.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება:

იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.

გამოცდისათვის რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1785301042

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ტრამპთან შეხვედრა იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ოდესმე გვქონია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპთან გამართული „შესანიშნავი“ შეხვედრა ორ ლიდერს შორის შემდგარ დიალოგებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „ეს იყო სრული თანამშრომლობ...

ნეთანიაჰუ ნეთანიაჰუ

1785272028

მსოფლიო

ირანის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინამ ირანული გემის ჩაძირვით მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უკრაინელ კოლეგასთან ანდრეი სიბიგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანული კომერციული გემის ჩაძირვით მიყენებული ზარალი უნდა აანაზ...

აბას არაღჩი

1785270143

მსოფლიო

რუსეთი გეგმავს ტყვიამფრქვევების განთავსებას მარცვლეულის გადამზიდ გემებზე, რომლებიც აზოვის ზღვით გადაადგილდებიან - „ბლუმბერგი“

„რუსეთის ხელისუფლება გეგმავს ტყვიამფრქვევების განთავსებას მარცვლეულის გადამზიდ გემებზე, რომლებსაც ტვირთი აზოვის ზღვით გადააქვს“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება. მედიასაშუა...

რუსეთი გეგმავს ტყვიამფრქვევები

1785269851

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: ანდრეი ერმაკის შემდეგ, გილიოტინა საქართველოს კარგად ნაცნობი მტრის, დავით არახამიას თავზეც დაეკიდა - უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო არახამიას წინააღმდეგ ბრალდების წარსადგენად ემზადება

„არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი“ - ანდრეი ერმაკის შემდეგ, გილიოტინა საქართველოს კარგად ნაცნობი მტრის, დავით არახამიას თავზეც დაეკიდა“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მე...

ნიკოლოზ მეტრეველი

1785266712

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია

რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი...

თორნიკე ჭეიშვილი