ლადო სადღობელაშვილი ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს!
„საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს! ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების გაუქმება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თანმიმდევრულ, სისტემურ და ხშირად უხილავ დიპლომატიურ შრომას კონკრეტული, ეროვნული მნიშვნელობის შედეგი მოაქვს“,- ამ სიტყვებით ეხმიანება ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმების ფაქტს.
სადღობელაშვილი წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს პოზიციების განმტკიცებასა და აღიარებების გაუქმებას საგარეო უწყებისა და დიპლომატების უდიდეს დამსახურებად მიიჩნევს.
„გილოცავ საქართველო! ეს ამბავი მართლაც მისალოცია ყველა იმ პატრიოტისთვის ვისაც საქართველოს გამთლიანება ახარებს! - საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს! ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების გაუქმება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თანმიმდევრულ, სისტემურ და ხშირად უხილავ დიპლომატიურ შრომას კონკრეტული, ეროვნული მნიშვნელობის შედეგი მოაქვს. წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს პოზიციების განმტკიცება და აღიარებების გაუქმება ჩვენი საგარეო უწყებისა და დიპლომატების უდიდესი დამსახურებაა.
გახსოვთ, როგორი ირონიით, ქილიკითა და აგდებული დამოკიდებულებით ხვდებოდნენ ოპოზიციურ წრეებში წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას? დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფოებრივ დიპლომატიაში "მეორეხარისხოვანი" მიმართულებები არ არსებობს, როცა საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეხება. სანამ ზოგიერთები ვიზიტების გეოგრაფიას აშარჟებდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად ამაგრებდნენ ქვეყნის პოზიციებს. მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრსა და მთელ დიპლომატიურ გუნდს ამ პრინციპული ეროვნული გამარჯვებისთვის!”, - წერს სადღობელაშვილი.
1785309519
ახალი ამბებიდიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...
1785308401
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელე...
1785307474
საზოგადოებაგივი მიქანაძემ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შ...
1785305599
საზოგადოებასაქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებს გამოცდისათვის რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეუძლიათ
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება აქვთ 19 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამ...
1785304832
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივლისს საქართველოში
სინოპტიკოსებით პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ დღე უნალექოდ ჩაივლის. მომდევნო დღეებშიც დასავ...



























