სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს წინასწარ შერჩეულ კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ შემდეგ კი, შესაბამის კოორდინატებსა და აღმნიშვნელ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული 44 ადილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „მდმა”, „ჰაშიში“, „კეტამინი“ და „მარიხუანა“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1788849309
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: რაც არ უნდა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეს ადამიანები, როდესაც მათ პატრონი დაავალებს, კვლავ ჩაერთვებიან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, ერთი მხრივ, საკუთარი აქტუალობის წარმოჩენას, ხოლო მეორე მხრივ, მათი მხარდამჭერე...
1788849266
საზოგადოებაოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავ...
1788848634
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ობიექტები კანონმდებლო...
1788848019
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ყოფილი, ახალი, ძველი, განახლებული „ნაცი“ არ არსებობს - საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სხვადასხვა სახელწოდებით მოქმედი ყოფილი თუ მოქმედი „ნაციონალური მოძრა...
1788847953
ახალი ამბებიწალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავ...


























