თამარ არღვლიანი: ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს, ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში, სპეცრაზმმა რომ აიყვანა - მითხრა დაგეხმარები და გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო, ისინი მეუბნებოდნენ, ცოცხალია და დაგიბრუნდებათო

ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს ჩემი გაცხადებით. ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში, რომელ ადგილას იყო, ბანკის წინ რომ ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული, ქუთაისის სპეცრაზმმა რომ აიყვანა, ეს ყველაფერიც ვუთხარი. ისიც ვიცოდი, რომ თბილისის სპეცრაზმს გადააბარეს. სააკაშვილმა ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარები და გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული დავით ცინდელიანის დედამ, თამარ არღვლიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისში გამომძიებლები ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი, დავით ცინდელიანი ცოცხალი იყო და მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა, მალევე ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ცინდელიანი, აფხაზეთის კუდის უფროსმა, რომან შამათავამ მოკლა. თამარ არღვლიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში ამ ინფორმაციას ვერც ამხელდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ ოჯახსაც და მოწმეებსაც მოიშორებდნენ.

„ჩავდიოდით ქუთაისში და ისინი მეუბნებოდნენ, ცოცხალია და დაგიბრუნდებათო. ცოტა ხნის შემდეგ, შიგნიდან გასკდა, რომ დათო მოკლული იყო აფხაზეთის კუდ-ის უფროს რომან შამათავას მიერ, მაგრამ სად, როგორ - ეს არ ვიცოდით. ამასაც ვერ ვამხელდით იმ სადისტური მთავრობის ხელში, რომ ის მოწმეებიც არ მოესპოთ, ამის გვეშინოდა. ჩვენდა საბედნიეროდ და მთელი საქართველოს მოსახლეობის საბედნიეროდ, როგორც შეიცვალა ეს სისხლისმსმელი მთავრობა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა „ოცნების“ მთავრობა, სამხილი ჩვენ მივეცით და ყველაფერი გამოიძიეს - სად, როგორ, როდის, ვინ. დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას, დაწყებული მთავრობიდან, დამთავრებული გამომძიებლებით, ვინც ამ საქმეში ჩაერია და ყველაფერი ისე გამოიძიეს, როგორც იყო“, - განაცხადა თამარ არღვლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765698722

ახალი ამბები

გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა

 შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახლადდანიშნული დირექტორი – გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა. როგორც შსს-ის განცხადებაშია აღნ...

გეკა გელაძე

1765694872

მსოფლიო

აშშ-ში, უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

 როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, აივი ლიგის ელიტურ სკოლაში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნი...

აშშ-ში, უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე